საიტის მარჯვენა ველში ვეძებთ განყოფილებას “მეტა” და ვაჭერთ ღილაკს “სიახლის დამატება”
![]() |
აქ უნდა ჩაიწეროს პოსტის სათაური |
![]() |
ამ ველში ვამატებთ თვითონ პოსტს. (ტექსტი, ვიდეო, ფოტო და ასე შემდეგ) |
![]() |
პოსტში ფოტოს დასამატებლად ვაჭერთ ღილაკს “მედია დამატება” შემდეგ “ფაილის ატვირთვა”, “ფაილის არჩევა” და ბოლოს “ჩანაწერში ჩასმა” |
![]() |
პოსტის შედგენის შემდეგ მისთვის შესაბამისი კატეგორია უნდა მოვნიშნოთ. მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე კატეგორია რომელსაც თქვენი პოსტი ეხება. |
![]() |
“ესკიზის შენახვა” ამ ღილაკით შეგვიძლია ჩვენი პოსტი ესკიზად შევინახოთ და მისი დამუშავება მოგვიანებით გავაგრძელოთ. |
![]() |
ღილაკით “გადახედვა” შეგვიძლია ვნახოთ პოსტი როგორ გამოჩნდება გამოქვეყნების შემდეგ. |
![]() |
მას შემდეგ რაც ჩათვლით რომ პოსტი მზადაა გამოქვეყნებისთვის დააჭირეთ ღილაკს “გამოქვეყნება” |
როგორ დავამატოთ პოსტში ვიდეო
პოსტში ვიდეოს დასამატებლად უნდა დავაჭიროთ ღილაკს “ჩასმა >> მედია” , ამის შემდეგ გამოჩნდება ველი სადაც უნდა ჩავწეროთ ვიდეოს ლინკი (წყარო). ლინკის მითითების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს ” კარგი “.