აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია საშიშროებას წარმოადგენს მიმდებარე სახელმწიფოებისათვის.ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე გაგაცნოთ იაპონიის საზღვაო ძალების შესაძლებლობები, საინტერესოა რომ იაპონიის საზღვაო ძალების შესაძლებლობები იშვიათად განიხილება ქართულ ინტერნეტ სივრცეში, არადა ეს ფლოტი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ფაქტიურად მეორეა მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა რომ ჩინეთის საზღვაო ძალები გამოიყურება უძლეველ ძალად, იაპონიის საზღვაო ძალები ბევრად მომხიბვლელად გამოიყურება.ჩინეთი ქმნის ილუზიას რიმ გააჩნია უძლეველი საზღვაო ფლოტი: ერთადერთი ავიამზიდი «ში ლანი» (ყოფილი «ვარიაგი») არ არის სრულყოფილი საბრძოლო ერთეული და იგი გამოიყენება როგორც სატესტო და საწავლო ხომალდი, ხოლო ბალისტიკური ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები DF-21, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად უფრო რჩება ოცნებად.
იაპონიის საზღვაო ძალებს არ გააჩნიათ რაიმე მასშტაბური ან სკანდალური საბრძოლო სისტემები, ისეთები მაგალითად როგორებიც არის საბჭოთა კავშირ-ჩინური ავიამზიდი ან«ბალისტიკური ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები».მაგრამ იაპონური ფლოტი ჩინურისაგან განსხვავებით შეადგენს ყველანაირი წვრილმანების გათვალისწინებით დალაგებულ, სრულყოფილ საბრძოლო სისტემას:დაბალანსებული სახომალდო შემადგენლობა, უახლესი ტექნოლოგიები და უძველესი სამურაების ტრადიციები, ბაზირების მრავალრიცხოვანი პუნქტები და ყველა სახის ინფრასტრუქტურა – სასწავლო დაწესებულებები, ჰოსპიტლები, კვლევითი ცენტრები, მაგალითად ამათგან საინტერესოა-წყალქვეშა მედიცინის ლაბორატორია, რომელიც განთავსებულია სამხედრო ბაზაზე-«იოკოსუკა»-ზე.
იაპონელებს გააჩნიათ კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია-ისინი არასოდეს არ არქმევენ საბრძოლო ხომალდებს ადამიანების სახელებს, მაგალითად ადმირალების ან გენერლების სახელებს და საერთოდ რაც კი აგრესიას წაროაჩენს.აი მაგალითად მათი საბრძოლო ხომალდების სახელები – ნაღმოსნები:«იამაგირი» («მთის ნისლი»), «აკიძუკი» («შემოდგომის მთვარე»), «ტერუძუკი» («მანათობელი მთვარე»), «ჰაცუიუკი» («პირველი თოვლი»), «ასაიუკი» («დილის თოვლი») – დამეთანხმებით ალბად ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერს.
ანტირაკეტის სტარტი «კონგო»-ს ტიპის ნაღმოსანიდან.
იაპონიის საბრძოლო ფლოტის ბირთვს წარმოადგენს 9 ერთეული იჯისის სისტემით აღჭურვილი თანამედროვე საესკადრო ნაღმოსანი, ამასთან ორი უჩვეულო მოდიფიკაციის «ნაღმოსანი» რომლებიც ამ კლასის ხომალდეს განეკუთვნებიან ფორმალურად: «ჰიუგა» და «ისე» ყველა პარამეტრებით შეესაბამებიან მსუბუქი ავიამზიდების კლასს.
ხომალდების კლასიფიკაციასთან ერთი შეხედვით შეუსაბამო სიტუაციის მიუხედავად, კარგად იკითხება იაპონიის ფლოტის განვითარების ძირითადი ვექტორი: ეკზოტიკური«ნაღმოსან-ვერტმფრენმზიდები», ნაღმოსნები- УРО (ამ კლასს განეკუთვნებიან ის ხომალდები რომლებიც შეიარაღებულია შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით)და ჩვეულებრივი საესკადრო ნაღმოსნები, რომელთა საბრძოლო ამოცანებს შეადგენს ნავსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო მოქმედებები, ასევე სპეციალური ოპერაციების საცეცხლე მხარდაჭერა.
ხშირად ოფიციალური კლასიფიკაცია არ შეესაბამება სინამდვილეს: მაგალითად, თანამედროვე«ჩვეულებრივი» ნაღმოსანი შეიძლება ბევრად აღემატებოდეს ჰაერსაწინააღმდეგო საცეცხლე სიმძლავრით წინა თაობის УРО-ს კლასის ნაღმოსანს.ხოლო ნაღმოსნების უმეტესობა რომლებიც აშენებულია 80-იან წლებში თავისი ზომებითა და შესაძლებლობებით უტოლდებოდეს უბრალო ფრეგატს. თუმცა ჯობია გადავიდეთ პირდაპირ ხომალდებზე და განვიხილოთ მათი ყველა ნიუანსი.
ნაღმოსნები — ვერტმფრენმზიდები
ტიპი «ჰიუგა» — მწყობრშია ორი ხომალდი: «ჰიუგა» (2009 წ.) და «ისე» (2011 წ.)
სრული წყალწყვა- 18.000 ტონა.
შეიარაღება: 11-15 ერთეული სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენისაგან შემდგარი ავიაჯგუფი, 16 ბუდეМk.41, 2 საზენიტო ავტომატი «ფალანქსი», 2 სამარხიანი 324 მმ სატორპედო აპარატი – Мk.32 ASW.
ამ ზომის გიგანტს არ შეიძლება ნაღმოსანი ვუწოდოთ-ჰიუგა უფრო განეკუთვნება მსუბუქი ავიამზიდების კლასს.მასზე განთავსებული ვერტმფრენების ჯგუფი ამ ხომალდს საშუალებას აძლევს წარმატებით შეასრულოს მრავალი ტაქტიკური ამოცანა.
პირველი:ნაწილობრივ გადაწყვეტილია პრობლემა რასაც წარმოადგენს ეგრედწოდებული რადიოჰორიზონტი – ყველაზე საუკეთესო სახომალდო რადიოელექტრონული სადგურიც კი ვერ შეასრულებს იმ სამუშაოს რასაც მაგალითად ჰაერში აფრენილი ვერტმფრენის ბორტზე განთავსებული სადგური(მისთვის ბევრად ადვილია სამიზნეების აღმოჩენა და მათი კოორდინატების ხომალდზე გადაცემა).უფრო მეტიც საზღვაო ვერტმფრენების შესაიარაღებლად დაახლოებით 30 წლის წინ შეიარაღებაში მიიღეს მსუბუქი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები (Sea Skua, Pinguin) რომლებმაც უამრავ ლოკალურ კონფლიქტებში დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა.
მეორე: ნაღმოსან — ვერტმფრენმზიდს გააჩნია სრულიად უნიკალური შესაძლებლობები. მის ბორტზე განლაგებულ ვერტმფრენებს შეუძლიათ აწარმოონ 24 საათიანი პატრულირება ხომალდისაგან მრავალი კილომეტრის მოშორებით.ამ ვერტმფრენების ტიპებიდან გამომდინარე შესაძლებელია, ხმელეთზე დესანტის გადასხმა და მათი საცეცხლე მხარდაჭერის ორგანიზება, ასევე საბრძოლო და ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირება.
თავდაცვის მიზნით «ჰიუგა» აღჭურვილია კომპლექსით Mk.41 – რომლის 16 ბუდეშიც შესაძლებელია განთავსდეს 64 საზენიტო რაკეტა ESSM ან 16 ASROC-VL ნებისმიერი პროპორციით.ხომალდის შეიარაღება იმართება სისტემით OYQ-10 და რადარით FCS-3, რომელიც წარმოადგენს «იჯისის».იაპონურ ვერსიას.
ტიპი «სირანე» — მწყობრშია ორი ხომალდი.
სრული წყალწყვა – 7.500 ტონა.
შეიარაღება: 2 х 127-მმ ქვემეხი, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა-ტორპედო- ASROC, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Sea Sparrow, 2 საზენიტო ავტომატი «ფალანქსი», 2 სატორპედო აპარატი Mk.32 ASW, სამი ვერტმფრენი.
«სირანე» —ს ტიპის ნაღმოსნები ფაქტიურად ყველაზე ძველი ხომალდებია იაპონიის საზღვაო ძალების შემადგენლობაში (შეიარაღებაში მიიღეს 1980 და 1981 წლებში) და მაშინ წარმოადგენდნენ იაპონიის ფლოტის ფლაგმანებს.ერთი შეხედვით ეს მოძველებული ხომალდები დიდ ძალას არ უნდა წარმოადგენდნენ, მაგრამ აქ არის მეორე მხარეც, ხომალდის უკანა ნაწილი შესრულებულია იმდაგვარად რომ მას შეუძლია ფერტმფრენების მიღება.იაპონელებუ დიდი ხანია იყენებენ საავიაციო შეიარაღებას ხომალდებზე და აშკარაა რომ შედეგები მათ აკმაყოფილებთ.
ნაღმოსნები-ურო
ტიპი «ატაგო» — მწყობრშია ორი ნაღმოსანი – «ატაგო» (2007 წ.) და «ასიგარა» (2008 წ.)
სრული წყალწყვა – 10.000 ტონა.
შეიარაღება: 96 ბუდე Mk.41, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა SSM-1B, 1 х 127 მმ ქვემეხი, 2 ავტომატი«ფალანქსი», 2 სატორპედო აპარატი Mk.32 ASW, ერთი ვერტმფრენი.
«ატაგო» წარმოადგენს ამერიკული ნაღმოსნის «არლი ბერკ»-ის ქვესერიის IIa-ს სერიის(მცირედი განსხვავებებით) კლონს. იაპონურ ნაღმოსანში გამოყენებულია Mk.41-ის გამშვები დანადგარის საბრძოლო მასალების სრული ასორტიმენტი, ფრთოსანი რაკეტების «ტომაჰავკის» გამოკლებით — ნაღმოსნის შეიარაღბაში შედის საზენიტო რაკეტები Standard-2 და ESSM, ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები ASROC-VL და ასევერაკეტა-გზაგადამჭრელები Standard-3.
იაპონური ხომალდების ზედა გემბანზე, განსხვავებით მათი თანამედროვე ამერიკული ანალოგებისა, განთავსებულია 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა SSM-1B ფორმა Mitsubishi-ს წარმოება.ტექნიკური თვალსაზრისით ეს რაკეტები წარმოადგენენ ბგერის სიჩქარეზე დაბალი სისწრაფით მფრენ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს: სასტარტო მასა 660 კგ, საბრძოლო ნაწილის წონა 250 კგ, სამარშო სიჩქარე 0, 9М.
«იჯისის» სისტემის წაყალობით, ორივე უახლესი ნაღმოსანი ინტეგრირებულია იაპონიის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში.
ტიპი «კონგო» — მწობრშია ოთხი ნაღმოსანი(შეიარაღებაში მიიღეს 1990 დან1998 წ.)
სრული წყალწყვა: 9.500 ტონა
შეიარაღბა: 90 ბუდე Mk.41, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა «ჰარპუნი», 1 х 127 მმ ქვემეხი, 2 ავტომატი «ფალანქსი», 2 სატორპედო აპარატი Mk.32 ASW.
სახელიდან გამომდინარე ამ ხომალდებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ აფრიკასთან . ნაღმოსანი«კონგო» — ამერიკული ნაღმოსნის «არლი ბერკ»-ის პირველი თაობის კლონია.
ისევე როგორც ამერიკული ნაღმოსნების I-ს ქვესერიის ხომალხედზე, არც იაპონურ კლონებზე არ არსებოობს სავერტმფრენო ანგარი (გააჩნია მხოლოდ ასაფრენ დასაფრენი მოედანი), მის მაგივრად ხომალდის უკანა ნაწილში განთავსებულია Mk.41-ის გამშვები დანადგარები და მათი დასატენი ამწეები – როგორც შემდგომში დრომ აჩვენა, საბრძოლო კომპლექტებით ამ სისტემების შევსება ხომალდის მოძრაობის დროს ძალიან რთულ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე შემდეგი ვერსიის ხომალდებზე ამწეების ადგილი დაიკავა ახალმა გამშვებმა დანადგარებმა და მათმა საერთო რაოდენობამ უკვე შეადგინა 96 ერთეული.
ტიპი «ხატაკაზე» —მწყობრშია ორი ნაღმოსანი( 1986 და 1988 წ)
პერლ-ჰარბორში მეგობრული ვიზიტისას.
სრული წყალწყვა – 5.500 ტონა.
შეიარაღება: 1 გამშვები დანადგარი Mk.13 საბრძოლო მარაგით- 40 საზენიტო რაკეტა, 8 ერთეული ASROC, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა «ჰარპუნი», 2 х 127 მმ ქვემეხი, 2 «ფალანქსი», 2 ASW.
მიუხედავად სტატუსისა «ნაღმოსანი ურო», პრაქტიკულად იგი წარმოადგენს მოძველებულ და თითქმის გამოუსადეგარ ხომალდების «ხატაკაზე»-ს სერიას.ისინი თითქმის გამოუსადეგარია დღევანდელ საბრძოლო პირობებში – საკმარისია ითქვას რომ, მასზე გამოყენებული საზენიტო რაკეტებიStandard-1MR ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 წლის წინ სრულიად ამოიღეს შეიარაღებიდან.
მათი ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებაც არ გამოირჩევა დიდი შესაძლებლობებით – ნაღმოსანზე არ არის ხომალდსაწინააღმდეგო ფერტმფრენი, ხოლო სისტემა ASROC-ს შეუძლია წყალქვეშა ნავების 9 კმ-ის მანძილზე დაზიანება.ამასთან უნდა აღინიშნოს რომ «ხატაკაზე»-ს ტიპის ნაღმოსნების ექსპლუატაცია და შენახვა ძალიან იაფი ჯდება.
ნაღმოსნები
ტიპი «აკიძუკი» — მწყობრშია ერთი ხომაალდი «აკიძუკი» შეიარაღებაში მიიღეს 14.03.2012 წ., დანარჩენი სამი ნაღმოსანის მშენებლობა დამთავრდება 2014 წელს.
წყალწყვა: 6.800 ტონა.
შეიარაღება: 32 გამშვები Mk.41, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა SSM-1B, 1 х 127 ქვემეხი, 2 ავტომატი «ფალანქსი», 2 ASW, ერთი ფერტმფრენი.
ნაღმოსანი-იჯისის ოჯახის მორიგი წარმომადგენლები.დასავლური ტექნოლოგიებით შემუშავებული წმინდა იაპონური ხომალდი.ნაღმოსანის საბრძოლო მოვალეობას შეადგენს ხომალდების დაჯგუფების დაბლა მფრენი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისაგან დაცვა. ძირითადი შეიარაღება – 128 საზენიტო რაკეტა ESSM (Evolved Sea Sparrow Missle) რომლის ფრენის მანძილი შეადგენს 50 კმ. ეს სრულიად საკმარისია ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთისაგა წამოწყებული პროვოკაციების აღსაკვეთად, ამასთან ამ პატარა ნაღმოსანს შეუძლია თავისი ძალის დემონსტრირება – ბორტზეა 8 ხომალდსაწინააღმდეგო და უამრავი სხვადასხვა დანიშულების საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება.
პერსპექტიული ნაღმოსნის შექმნისას იაპონელები აქცენტს აკეთებდნენ მის სიიაფეზე, შედეგად მივიღეთ ფასი «აკიძუკი»-ს ფასი «სულ რაღაც» 893 მილიონი დოლარი – თითქმის ორჯერ უფრო იაფი ვიდრე ამერიკული «არლი ბერკი».
ტიპი «ტაკანამი» — მწყობრშია 5 ნაღმოსანი(2000-2006 წ)
სრული წყალწყვა – 6.300 ტონა.
შეიარაღება: 32-ბუდე უნივერსალური გამშვები დანადგარი, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაSSM-1B, 1 х 127 ქვემეხი, 2 ავტომატი «ფალანქსი», 2 ASW, ერთი ვერტმფრენი.
«ტაკანამი» —ეს არის «გარდამავალი პერიოდის» ერთ-ერთი იაპონური ნაღმოსანი. მას არ გააჩნია ძვირი და რთული სისტემა «იჯისი», სამაგიეროდ ნაღმოსანზე დამონტაჟებულია უნივერსალური დამშვები დანადგარი- Mk.41, ასევე მასში გამოყენებულია «სტელს ტექნოლოგიები». თანამდეროვე ნაღმოსნების ძირითად საბრძოლო ამოცანებს შეადგენს ხომალდსაწინააღმდეგო ბრძოლების გამართვა.
ტიპი «
» — მწყობრშია 9 ნაღმოსანი(1993-2002 წ)
სრული წყალწყვა: 6.000 ტონა.
შეიარაღება: 16 ლულა Mk.48, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა SSM-1B, 1 х 76 ქვემეხი, 2 ავტომატი«ფალანქსი», 2 ASW, ერთი ვერტმფრენი.
«გარდამავალი პერიოდის» კიდევ ერთი ნაღმოსანი. მის ძირითად შეიარაღებას შეადგენს 2 რვალულიანი მოდული Mk.48 (Mk.41-ის შემსუბუქებული ვერსია), საბრძოლო კომპლექტი 16 საზენიტო რაკეთით Sea Sparrow ან 48 ESSM.ერთი იტალიური ფირმის ОТО Melara-ს 76-მმ ქვემეხი.
ამ ტიპის ნაღმოსნების გამოყენება შესაძლებელია საზღვაო რაიონების ბლოკადისას და საზღვაო ძალების ესკორტირებისათვის.ცურვის მანძილი 4500 მილი.
ტიპი «ასაგირი» — მწყობრშია 8 ნაღმოსანი(1985-1991 წ)
სრული წყალწყვა: 4.900 ტონა.
შეიარაღბა: 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ASROC, 8 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა «ჰარპუნი», საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Sea Sparrow, 1 х 76 მმ ქვემეხი, 2 «ფალანქსი», 2 ASW, ერთი ფერტმფრენი.
ფრეგატი რომელიც მისი სოლიდურობისათვის იქცა ნაღმოსნად. არა ზომებით, არა შეიარაღებით, არა რადიოელექტრონიკით «ასაგირი» რომლებიც საერთოდ ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნილებებს.ამ ხომალდის თავისებურებები მდგომარეობს შემდეგში — მახინჯი სილუეტი და არანორმალურად დიდი სავერტმფრენო ანგარი ხომალდის უკანა ნაწილში.
ამ მომენტისათვის ეს მოძველებული ხომალდები გამოყავთ საბრძოლო ფლოტის შემადგენლობიდან, ორი მათგანი უკვე გადაკეთდა სასწავლო ხომალდებად. ამის მიუხედავად ამ ხომალდების მექანიზმების მდგომარეობა იძლევა საშუალებას მათი ზღვაში სამოქმედოდ გასაყვანად, ხოლო 8 ერთეული რაკეტა«ჰარპუნი» და დიდი სავერტმფრენო ანგარი საშუალებას იძლევა მათ ეფექტურ გამოყენებას საბრძოლო მოქმედებებისას.
ტიპი «ჰაცუკი» — მწყობრშია 12 ხომალდი (1980-1987 წ)
სრული წყალწყვა: 4.000 ტონა.
შეიარაღბა: 8 ნავსაწინააღმდეგო რაკეტა ASROC, 4 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა «ჰარპუნი», საზენიტოსარაკეტო კომპლექსი Sea Sparrow, 1 х 76 მმ ქვემეხი, 2 «ფალანქსი», 2 ASW, ერთი ვერტმფრენი.
იაპონიის ძველი ხომალდსაწინაღმდეგო სკოლის წარომადგენელი, გააჩნია კლასიკური შეიარაღების ნაერთი და სახომალდო სისტემები. ამ ნაღმოსნის სიძველის მიუხედავად (უფრო სწორი იქნება — ფრეგატის) მასზე გამოიყენება თანამედროვე აირტურბინიანი ძალური დანადგარი.რა თქმა უნდა თანამედროვე პირობებში «ჰაცუკი»-მ დაკარგა თავისი საბრძოლო შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე ბევრი მათგანი გადაყვანილია რეზერვში ან გამოიყენება სასწავლო თვალსაზრისით.
წყალქვეშა ნავები
იაპონიის საზღვაო ძალებს გააჩნია 17 მრავალმიზნობრივი დიზელის წყალქვეშა ნავი, რომლებიც აშენდა 1994 – 2012 წლების განმავლობაში.მათგან ყველაზე თანამედროვე – «სორიუ»-ს ტიპის ნავები აღჭურვილია უნიკალური დიზელ-სტირლინგ- ელექტრონული ძალური დანადგარებით და მათი სიჩქარე წყალქვეშ შეადგენს 20 კვანძს. წყალქვეშ მოძრაობის მაქსიმალური სიღრმეა – 300 მეტრი. ეკიპაჟი შეადგენს – 65 ადამიანს.
შეიარაღბა: ექვსი 533 მმ სატორპედო აპარატი, 30 ტორპედო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Sub-Harpoon.
«ოსუმი» სადესანტო დოკი-ვერტმფრენმზიდი
სრული წყალწყვა — 14 000 ტონა.
ასევე იაპონიის საზღვაო ძალების განკარგულებაშია «ოსუმი»-ს ტიპის 3 სადესანტო ვერტმფრენმზიდი, რამოდენიმე ათეული სარაკეტო კატარღა და მტრალავი, სწრაფმავალი ტანკერები, ყინულმჭრელები და უპილოტო საფრენი აპარატების სამართავი გემები!
საზღვაო ავიაცია შედგება 34 ესკადრონისაგან, რომელთა შემადგენლობაში შედის 100 ერთეული ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავი, ასევე 200-მდე სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: