აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის მოთხოვნით დაიწყო სადაზვერვო-საბრძოლო მანქანის შემუშავება. 7 პორტალმა breakingdefense.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ და კორპორაციამ Science Applications International (SAIC) გააფორ,ეს კონტრაქტი Armed Reconnaissance Vehicle (ARV)-ის პროგრამის შესახებ.
კონტრაქტის თანახმად SAIC საზღვაო ქვეითების კორპუსისათვის ააგებს საბრძოლო მანქანის საცდელ ნიმუშს. მანქანა უნდა დამზადდეს 2023 წლისათვის და ის თავდაცვის სამინისტროს დაუჯდება $19 მილიონი. ARV- ს ძირითადი დანიშნულება იქნება — ბრძოლის ველზე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და შტაბისთვის მათი სწრაფი გადაგზავნა, ამასთან ის შეიარაღებული იქნება «საშუალო კალიბრის» ქვემეხით, ასევე აღიჭურვება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით და «კამიკაძე-დრონებით»,ასევე მის არსენალში შევა საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლის საშუალებები,მანქანა აღიჭურვება აქტიური დაცვის სისტემებით და მათ ასევე შეეძლებათ დესანტის გადაყვანა.
სამხედრო უწყებაში აღნიშნეს რომ კორპორაცია SAIC არის ერთერთი ძირითადი პარტნიორი ARV-ს პროგრამის განხორციელებაში. ამ კორპორაციას დაევალა შექმნას საბრძოლო მანქანა რომელიც ტექნოლოგიურად საგრძნობლად უნდა უსწრებდეს უკვე არსებულ ყველა სახის ამ კლასის მანქანებს. მათი განცხადებით ეს იქნება ბორბლებიანი F-35 ხმელეთზე.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: