2012 წელს თავისუფალი სირიის არმიის წარმომადგენლებმა გამოაყვეყნეს ვიდეო სადაც ნაჩვენები იყო იარაღის სამალავის აღმოჩენის ფაქტები სადაც ინახებოდა 5 000 საიერიშო შაშხანა. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ესეთი სიახლე გასაკვირიი არ იქნებოდა რომ არა ერთი დეტალი:ამ სამალავებში ინახებოდა მესამე რეიხის მიერ 70 წლის წინ წარმოებული საიერიშო შაშხანები STG-44.
როგორ აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პირველი სერიულად წარმოებული გერმანული საიერიში შაშხანა STG-44 თითქმის 70 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში?
პირველი სერიული საიერიშო შაშხანა
იმის მიუხედავად რომ STG-44 მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ბრძოლების მიმდინარეობაზე, ის გახდა მსოფლიოში სერიულად წარმოებული პირველი საიერიშო შაშხანა. ეს იყო იარაღი რომელსაც დიდ მანძილძე სათითაო გასროლით,ხოლო ახლო მანძილზე ავტომატური ჯერით საკმაოდ ზუსტი სროლის განხორციელება შეეძლო.

STG-44
მეორე მსოფლიო ომში ძირითადად გამოიყენებოდა სტანდარტული შაშხანები,რომლის გადატენვაც ხელით ხდებოდა.შაშხანის მძლავრი ვაზნები ძალზედ ეფექტურად მოქმედებდნენ შორ მანძილზე.ქვეითთა მეთაურებს ძირითადად ურიგებდნენ უფრო კომპაქტურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს,რომელთა გამოყენებაც ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო ახლო დისტანციაზე ბრძოლების დროს, ვიდრე შაშხანების,მაგრამ მათი ვაზნების ეფექტურობა იკარგებოდა 100-200 მეტრის შემდეგ.
შუალედური იარაღი
კვლევებისას დადგინდა რომ ქვეითები სამიზნეს 200-300 მეტრის მანძილიდან ესვრიან.აქედან გამომდინარე გერმანულმა არმიამ გადაწყვიტა შეექმნა 7,92×33 კალიბრის (გერმანული ნომენკლატურით — 7,9 mm Kurzpatrone 43)შუალედური ვაზნა.

7,9 mm Kurzpatrone 43.
მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდა 300 მეტრზე შორ მანძილზე ზუსტი სროლის განხორციელებაიანება, ხოლო ახლო მანძილზე ბრძოლისას ავტომატური ჯერის დროს მას არ გააჩნდა ძლიერი უკუცემა. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 685 მ/წამში.
იარაღში ჯდებოდა 30 ვაზნიანი მჭიდი, ხოლო მისი სწრაფსროლა შეადგენდა 500-600 გასროლას წუთში. აქვე უნდა აღინიშნოს რომ იარაღი ავტომატური ჯერის დროს არ გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით,სამაგიეროდ თავისი საცეცხლე სიმძლავრით დამთრგუნველად მოქმედებდა მოწინააღმდეგეზე და მას დამიზნებადი სროლის საშუალებას არ აძლევდა.
გერმანელ მედესანტეებს უკვე გააჩნდათ ავტომატური იარაღი — FG-42, რომელშიც გამოიყენებოდა 7,92×57 მმ კალიბრის ვაზნები, მას გააჩნდა ძალზედ დიდი უკუცემა და გამოირჩეოდა დიდი ხმით. ამ იარაღის წარმოება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ძალზედ ძვირი ჯდებოდა.
ჰიტლერი წინააღმდეგი იყო
თავდაპირველად ჰიტლერი შაშხანის წარმოების წინააღმდეგი იყო იმის შიშით რომ,საწყობებში მილიონობით სხვა კალიბრის ვაზნები გამოუსადეგარი გახდებოდა. მაგრამ შეიარაღებისა და სამხედრო წარმოების სამინისტროებში გადაწყვიტეს ჰიტლერისაგან მალულად დაეწყოთ შაშხანის წარმოება, ამ ყველაფრის შესანიღბად მათ ახალ შაშხანას სახელი შეუცვალეს და მონათლეს როგორც МР 43 (გერმანულად Maschinenpistole 43 — პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 43).
როდესაც ამ ყველაფრის შესახებ ფიურერმა გაიგო, მან შეაჩერა წარმოება,ხოლო მისი წარმატებული საცდელი პროცესის შემდეგ მან მწვანე შუქი აუნთო სრულმასშტაბიანი წარმოების დაწყებას. აქედან გამომდინარე მოხდა შაშხანის დასახელებების თანმიმდევრობა MP-43, StG-43 და StG-44.
მეორე მსოფლიო ომში დამარცხებამდე მესამე რეიხმა დაგეგმილი 4 მილიონიდან მოასწრო 446 000 ერთეული STG-44-ის წარმოება. თავდაპირველად ახალი შაშხანა მიეწოდებოდა ელიტურ ქვედანაყოფებს,ხოლო მოგვიანებით კი ხელმისაწვდომი გახდა ფოლკსშტურმისათვისაც (მესამე რეიხის სახალხო ჯგუფები).მაშინ ჩათვალეს რომ ამ სახალხო რაზმების სუსტ სამხედრო მომზადებას კომპენსირებას გაუკეთებდა STG-44-ის ძლიერი საცეცხლე სიმძლავრე.
გზა სირიისაკენ
კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის პოლიცია და არმია MP-43-ს 1963 წლამდე იყენებდნენ,რომელიც ჩაანაცვლეს რუსულმა კალაშნიკოვმა და კარაბინმა СКС. ასევე MP-43 შეიარაღებაში გააჩნდა იუგოსლავიის არმიას. გერმანული საიერიშო შაშხანა საყოველთაოდ ცნობილ სატელევიზიო საგაშიც კი «ვარსკვლავური ომები» დაფიქსირდა.

StG-44-ით შეიარაღებული საპატიო ყარაული, ჩეხოსლოვაკია
1964 წელს საბჭოთა კავშირიდან ახალი იარაღის მიწოდების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიამ 4 500 ერთეული StG-44 საბრძოლო მარაგთან ერთად მიეყიდა სირიის რესპუბლიკას. ეს ყველაფერი საიდუმლოდ მიმდინარეობდა. გერმანული შაშხანების გარდა მაშინ სირიას გადაეცა ტანკები Т-34 და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ППШ-41.
აღმოსავლეთ გერმანია მარტო არ იყო ახლო აღმოსავლეთი ნაცისტური იარაღის ექსპორტის საქმეში.მესამე რეიხი ფართოდ იყენებდა ჩეხოსლოვაკიის ფავრიკა ქარხნებს იარაღის საწარმოებლად.აქედან გამომდინარე ომის დამთავრების შემდეგ ჩეხებს საკმაო რაოდენობის გერმანული შეიარაღება დარჩათ რომელთა ექსპორტიც ხდებოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში-მაგალითად: ტანკები Panzer IV, ტანკების გამანადგურებლები Jagdpanzer IV, ასევე 10 000 ერთეული თვითდამტენი შაშხანა,მათ შორის StG-44, ასევე 500 000 ვაზნა 500 000. ყველაფერ ამაში სირიას 1990 წლის ბოლოსათვის უნდა გადაეხადა 900 მილიონი ამერიკული დოლარი.
მოგვიანებით სირიას მიეწოდა შედარებით თანამედროვე შეიარაღება რამაც გამოიწვია StG-44-ის დასაწყობება. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შაშხანები დაასაწყობეს-ეს იყო მისთვის განკუთვნილი ვაზნების მარაგის საგრძნობი შემცირება. 2012 სირიელმა ბოევიკებმა ხელში ჩაიგდეს სამთავრობო საწყობები და მათ ხელში აღმოჩნდა უამრავი სხვადასხვა ტიპის შეიარაღება მათ შორის StG-44.
თითქმის 4 წლის განმავლობაში StG-44 -ს ფართოდ იყენებდა ბოევიკების სხვადასხვა დაჯგუფება,ქურთული სამხედრო ფორმირებები და ტერორისტები. მაგრამ ამ მომენტისათვის ამ იარაღს იშვიათად ნახავთ ბრძოლის ველზე,რადგან მათთვის განკუთვნილი ვაზნები სანთლით არის საძებნი.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: