ამერიკელებმა დაიწყეს შორსმსროლელი სარაკეტო არტილერიის რეანიმირება. 25 აპრილს კომპანია Lockheed Martin-ის პრეს სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსთან დაიდო ხელშეკრულება სარაკეტო დანადგარების M270 MLRS აღდგენასთან დაკავშირებით.
პირველი კონტრაქტის ფარგლებში აღდგენილი და მოდერნიზირებული M270A2 დონემდე იქნება 50 ერთეული სარაკეტო დანადგარი. ამას გარდა A2 დონის მოდიფიცაცია მიიღებს გაძლიერებულ დაჯავშნულ კაბინას და ახალი ცეცხლის მართვის სისტემას.
სმახედრო უწყების გეგმებში შედის 160 ერთეული M270 MLRS-ის აღდგენა, რომლებიც ამჟამად დასაწყობებულია, ასევე მოხდება 225 გამშვები დანადგარის M270A1 მოდერნიზაცია. Lockheed Martin-ი აღნიშნავს რომ,სარაკეტო კომპლექსების M270A2-ის დონემდე მოდერნიზაციის შემდეგ 2050 წლამდე იდგებიან მორიგეობაზე.
უფრო ადრე კომპანიამ Raytheon განცხადება გააკეთა ჰიპერბგერითი რაკეტების DeepStrike შემუშავების შესახებо, რომლებიც გამოყენებულ იქნება სარაკეტოდანადგარებში M270 MLRS. ახალი რაკეტა DeepStrike ორჯერ მცირე ზომისაა თავის წინამორბედზე,მაგრამ გააჩნია უფრო მძლავრი საბრძოლო ქობინი. ამას გარდა გაიზარდა რაკეტის ფრენის მანძილი და მან შეადგინა 500 კილომეტრი(წინა ვერსიების ფრენის მანძილია 300 კმ).
Raytheon აღნიშნავს რომ,რაკეტა DeepStrike-ს წყალობით მათ შეეძლებათ დიდ მანძილზე დიდი სიზუსტით გაანადგურონ მოწინააღმდეგის სამიზნეები. ასევე უნდა აღინიშნოს მათი მცირე ზომა,რაც საშუალებას მისცემს სამხედროებს 2-ჯერ მეტი რაკეტის განთავსებას გამშვებ დანადგარებში: ორი ერთეული— M142 HIMARS, ოთხი ერთეული — M270 MLRS. ასევე ოფიციალურად გაცხადებულია რომ რაკეტები ჰიპერბგერითია და მათი სამიზნებდე ფრენის დრო ძალზედ შემცირებულია.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: