აშშ-ს ასახმელეთო ძალები უახლოეს მომავალში აღიჭურვება მიკრო დრონებით Black Hornet,რომლის წყალობითაც შესაძლებელია ტერიტორიის თვალთვალი. დრონებით აღიჭურვება ყველა ჯარისკაცი,რომელთაც შეეძლებათ მტრის პოზიციების აღმოჩენა და თვალთვალი,ამასთან თავად შეუმჩნეველნი იქნებიან.
Black Hornet შემუშავებულ იქნა ნორვეგიული კომპანიის Prox Dynamics უპილოტო საფრენი აპარატის ბაზაზე. ეს იყო პატარა, ჩიტის ოდენა მაგრამ ძალზედ მანევრირებადი უპილოტო საფრენი აპარატი. მოგვიანებით კომპანია Prox Dynamics შეიძინა ამერიკულმა კომპანიამ FLIR Systems, რომელმაც დრონი აღჭურვა ღამის ხედვის ხელსაწყოებით. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ ხედვა დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში,ასევე აწარმოებენ ფოტო და ვიდეო გადაღებებს.დრონს 25 წუთის განმავლობაში შეუძლია ჰაერში გაჩერდეს.
აშშ-ს არმიის ხელმძღვანელობას იმედი აქვს რომ დრონი გახდება ამერიკელი ქვეითის საუკეთესო მეგობარი. პატარა და პრაქტიკულად უხმაურო,მას შეუძლია უეცრად გამონდეს აღმოაჩინოს მოწინააღმდეგე და უეცრად გაქრეს. დრონს შეუძლია შეიხედოს შენობის ფანჯრებში,აღმოაჩინოს ჩასაფრებაში მყოფი მოწინააღმდეგე, აწარმოოს სადაზვერვო სამუშაოები და ასე შემდეგ.
არსებული ინფორმაციის თანახმად, Black Hornet-ის კომპლექტში შედის ხმელეთიდან დრონის მართვის სისტემა,რომელსაც გააჩნია ხელით მართვის პულტი,ასევე მონიტორი და 2 დრონი მონიტორი — დღისა და ღამის მისიების შესასრულებლად. მონიტორის საშუალებით ხდება ჯარისკაცისა და დრონის კავშირი.
FLIR Systems-თან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად არმიამ უკვე შეიძინა 40 მილიონი დოლარის ღირებულების Black Hornet-ის პირველი პარტია. პირველად დრონები მიეწოდა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის,მე-3-ე ბრიგადის საბრძოლო ჯგუფს.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: