10 წლის შემდეგ აშშ-ს არმია შეიარაღებაში მიიღებს ახალი თაობის ძალზედ მსუბუქ ჯავშანჟილეტებს. ამასთან მასალა რისგანაც დამზადდება ჯავშანჟილეტი არ იქნება კევლარის მორიგი ქვესახეობა: ჯავშანჟილეტს დაამზადებენ ობობის ქსელისაგან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული გამოცემა We Are The Mighty.

ობობის ქსელისაგან დამზადებული ჟილეტი
ობობის ქსელისაგან მასალის დამზადების იდეა სიახლე არ არის, მაგრამ ამ ინდუსტრიის განვითარებას ხელს უშლიდა მისი მაღალი შრომატევადობა. მაგალითისათვის,ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე აღბეჭდილი ჟილეტის მოსაქსოვად საჭირო გახდა 8 წელი და 1 მილიონი (!) ობობა.

ბალისტიკური ცდებისათცის დამზადებული ქსოვილები
ამგარ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა. იუტას შტატის უნივერსიტეტის სწავლულებმა ჩვეულებრივი აბრეშუმის ჭიის დნმ-ში შეიყვანეს გენი,რომლებიც ამის შემდეგ იწყებენ ობობის ქსელის ძაფისმაგვარი ძაფის წარმოებას. ეს ქსოვილი რომელსაც უკვე შეარქვეს სახელი «დრაკონის აბრეშუმი», იქმნება ობობების მონაწილეობის გარეშე.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: