ისრაელისა და ირანის კონფრონტაციამ საქმე იქამდე მიიყვანა რომ თელ ავივმა იპოვა ახალი მოკავშირე, რომელიც მას უფლებას აძლევს მისი ტერიტორიიდან სამხედრო დარტყმები მიაყენოს ირანს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ისრაელის ახალი პარტნიორი არის აზერბაიჯანი, რომელმაც უფლება მისცა მას საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს ისრაელის უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატები, ასევე «The New York Times»-ის ინფორმაციით ბაქომ ნება დართო ისრაელს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან დარტყმები მიაყენოს მეზობელ ქვეყანას-ირანს.
«ამერიკულმა მზვერავმა-თანამგზავრებმა დააფიქსირეს თუ როგორ აფრინდა აზერბაიჯანული სამხედრო ბაზიდან უპილოტო საფრენი აპარატი და გაფრინდა ირანის საზღვრის მიმართულებით. მათ მოახდინეს ირანის ბირთვული ობიექტების ფოტო-ვიდეო გადაღებები.ჯერჯერობით უცნობია დააფიქსირეს თუ არა ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მათ ტერიტორიაზე შეჭრა», – იტყობინება გამომცემლობა.
აღსანიშნავია რომ,რამოდენიმე კვირის წინ ერაყის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ,ისრაელმა ავიადარტყმები მიაყენა ირანის სამხედრო დაჯგუფებებს ერაყის ტერიტორიაზე,მათი განცხადებით საფრენი აპარატები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდნენ.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: