საუდის არაბეთის ნაციონალური ნავთობკომპანიის Aramco საწარმოებზე ირანული დრონების მიერ განხორციელებული თავდსხმის შემდეგ ქვეყანაში ნავთობის წარმოება 2-ჯერ შემცირდა. ეს კი მსოფლიოში წარმოებული ნავთობის 5%-ს შეადგენს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთს ყველა სახის დახმარების აღმოჩენა აღუთქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა საკუთარ თავზე იემენის ხუსიტთა ტერორისტულმა მოძრაობამ აიღო და ახალი თავდასხმებითაც დაემუქრა, მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანს დააკისრა. მისი განცხადებით, არანაირი ფაქტები არ ადასტურებს იმას, რომ თავდასხმა იემენის ტერიტორიიდან განხორციელდა. ამ ყველაფრის უკან თეირანი დგას და ის მკაცრ პასუხს მიიღებს, – აცახდებს პომპეო.
თავის მხრივ არც ირანი აპირებს უკან დახევას და შტატებს აფრთხილებს გამანადგურებელი დარტყმებით.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადებას სიცრუეს უწოდებენ.ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი კი აშშ-ს ირანზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე გამანადგურებელი დარტყმებით ემუქრებიან.
როგორც განაცხადა ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ ალი ჰაჯიზადემ,აშშ-ს აგრესიის შემთხვევაში ირანი საპასუხო დარტყყმებს მიაყენებს ამერიკულ სამხედრო ბაზებს და სამხედრო ხომალდებს რომლებიც იმყოფებიან ირანული რაკეტების სამოქმედო არეალში. მისი თქმით მიზანში უკვე ამოღებულია ახლო აღმოსავლეთში განთავსებული 2 სამხედრო ბაზა და ერთი საბრძოლო ხომალდი.
-განაცხადა ამირ ალი ჰაჯიზადემ.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count:
ისვრის ირანი და.მისგან აღარაფერი დარჩება