პოლონეთის არმია სამამულო წარმოების საიერიშო შაშხანებით შეიარაღდება. 29 სექტემბერს პორტალმა defence24.pl გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,თავდაცვის სამინისტრო და რადომის საიარაღო ქარხანა «Łucznik» (Fabryka Broni «Łucznik» — Radom) მოაწერენ ხელს კონტრაქტს პოლონეთის არმიისათვის საიერიშო შაშხანების GROT მიწოდების თაობაზე.
სამხედრო უწყების გეგმების თანახმად,2020-დან 2022 წლამდე არმიას უნდა მიეწოდოს 18 000 ერთეული შაშხანა GROT. ამას გარდა, ქარხანა «Łucznik»-მა უნდა გაზარდოს პისტოლეტების VIS 100 წარმოება რათა არმიას 2022 წლისათვის მიეწოდოს 20 000 ერთეული.

GROT
საიერიშო შაშხანა MSBS პოლონეთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო 2017 წელს და მათი ოფიციალური დასახელება გახდა GROT. პოლონურ არმიაში GROT ჩაანაცვლებს საიერიშო შაშხანებს Beryl WZ 96, რომელიც ფაქტიურად რუსული კალაშნიკოვის მოდიფიკაციას წარმოადგენს.
ცეცხლსასროლი იარაღის GROT მოდულური სისტემის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები:
- ვაზნა: 5,56×45 მმ NАТО;
- წონა მჭიდის გარეშე : კლასიკური ვარიანტი — 3,65 კგ, ვარიანტი bullpup — 3,75 კგ;
- სიგრძე: კლასიკური ვარიანტი — 900/843 მმ,ვარიანტი bullpup — 675 მმ;
- ლულის სიგრძე: 406მმ;
- ტყვიის საწყისი სიჩქარე: 890 მ/წ;
- დამიზნებადი სროლის მანძილი: 500 მ;
- სროლის ტემპი: 700-900 გასროლა წუთში;
- მჭიდის ტევადობა: 30, 60 ვაზნა.
პისტოლეტი VIS 100 ,კალიბრი 9×19 მმ -ნახევრადავტომატური. წონა ვაზნების გარეშე 695 გ, საერთო სიგრძე — 197 მმ, ლულის სიგრძე — 110 მმ. მჭიდის ტევადობა 15- ვაზნა.

პისტოლეტი PR-15, საარმიო ვერსიამ მიიღო დასახელება VIS 100
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: