ეს არის მეხუთე თაობის ამერიკული მრავალმიზნობრივიგამანადგურ
პროტოტიპი YF-23 კონკურსზე დამარცხდა ყველასათვის კარგად ცნობილ F-22 Raptor -ის პროტოტიპთან YF-22 — როგორც ცნობილია F-22 Raptor 2005 წელს აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს.
YF-22 და YF-23 ერთმანეთს უწევდნენ კონკურენციას სადაც უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ F-15 Eagle-ს.
YF-23 გამორჩეული უნდა ყოფილიყო მაღალი სიცოცხლისუნარიანობით,დაბალ
მიუხედავად იმისა რომ თვითმფრინავი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით,მისი თვითღირებულების შესამცირებლად მასში გამოყენებულ იქნა F-15-ის რამოდენიმე კომპონენტი.
პროტოტიპები «Black Widow II» და «Gray Ghost» ერთმანეთისაგან ძრავებით განსხვავდებიან,პირველზე დგას ძრავა- Pratt & Whitney YF119, მეორეზე ძრავა — General Electric YF120, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ კონკურსში. «Black Widow II»-ს პირველი აფრენა შედგა 1990 წლის 27 აგცისტოს, ხოლო «Gray Ghost»-ი პირველად აფრინდა1990 წლის 26 ოქტომბერს. ამ თვითმფრინავის პროფილი წააგავს Lockheed Martin-ის სადაზვერვო თვითმფრინავის SR-71-ის პროფილს.
ისტორია:
YF-23 შეასრულა დაახლოებით სატესტო ფრენა,საერთო ხანგრძლივობა 65,2 საათი. პროტოტიპმა YF-23 რომელზეც იდგა ძრავა P&W (Black Widow II) პირველი ფრენა ზებგერით სიჩქარეზე ფორსაჟის გამოყენების გარეშე(1 700 კმ/ს)შეასრულა 1990 წლის 18 სექტემბერს. მეორე პროტოტიპმა 1990 წლის 29 ნოემბერს YF-23 (Gray Ghost)რომელიც იყენებდა ძრავას GE ფორსაჟის გარეშე შეასრულა ფრენა 1 900 კმ/ს სიჩქარით.
1991 წლის აპრილში YF-22-მა კონკურსში დაამარცხა YF-23.
YF-23 გააჩნდა უფრო სწრაფი ფრენის მაჩვენებლები და რადარებისათვისაც უფრო ნაკლები შემჩნევადობით გამოირჩეოდა,მაგრამ აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა YF-22-ის მანევრულობამ რომელიც უკეთ იყო ბალანსირებული,ასევე შესაძლებელი იყო მისი საგემბანო თვითმფრინავად გამოყენება.
კონკურსში დამარცხების შემდეგ ორივე თვითმფრინავი YF-23 ძრავების გარეშე გადაეცა NASA-ს კვლევით ცენტრს. იქ მათ 1996 წლამდე ინახავდნენ,მოგვიანებით კი მუზეუმებს გადასცეს. YF-23A «Black Widow II» ამჟამად გამოფენილია ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონის აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მუზეუმში. ხოლო მეორე «Gray Ghost» 2004 წელს არენდით გადაეცა «Western Museum of Flight»-ს მუზეუმს სადაც მას სადემონსტრაციო მიზნებისათვის იყენებენ.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
ეკიპაჟი: 1 ადამიანი
ფრთის გაქანი: 13,29 მ
სიგრძე: 20,54 მ
სიმაღლე: 4,24 მ
ფრთების ფართობი: 87,80 მ²
წონა:
ცარიელი: 14970 კგ
ნორმალური ასაფრენი: 26516 კგ (100 % საწვავი)
სავრძოლო: 23327 კგ(52 % საწვავი)
მაქსიმალური ასაფრენი: 29000 კგ
საფრენოსნო მახასიატებლები:
მაქსიმალური სიჩქარე: 2300 კმ/ს
მაქსიმალური ფორსაჟის გარეშე: 1700 კმ/ს
კრეისერული სიჩქარე: 950 კმ/ს
საბრძოლო რადიუსი: 1300—1500 კმ
ფრენის პრაქტიკული ჭერი: 20000 მ
მაქსიმალური გადატვირთვა: +6 G
საჭირო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე: 915 მ
ავიონიკა:
რადიოლოკაციური სადგური APG-77 (იგივეა რაც F-22-ზე)
მოქმედების მაქსიმალური რადიუსი: 210 კმ(სხვა მონაცემებით 270—300 კმ)
წონა: 553,7 კგ
შეიარაღება:
ქვემეხი: 1 x 20-მმ საავიაციო ქვემეხი M61 Vulcan
რაკეტები:
4-6 x AIM-120 AMRAAM ან AIM-7 Sparrow
4 x AIM-9 Sidewind
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: