ამერიკულმა კომპანიამ BAE Systems აშშ- სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან მიიღო კონტრაქტი ახალი თაობის რაკეტებისათვის სატყუარა ხაფანგების დასამზადებლად. სატყუარები საბუქსირე ბაგირით იქნება მიბმული თვითმფრინავებზე და სარაკეტო შეტევის შემთხვევაში დარტყმას საკუთარ თავზე აიღებენ.
სისტემამ მიიღო დასახელება FOTD —ეს არის ბუქსირებადი ბლოკი რომელიც თვითმფრინავთან დაკავშირებულია მაღალი სიმკვრივის ოპტიკურბოჭკოვანი სადენით.
სარაკეტო შეტევის დროს მას რეაგირების 3 ვარიანტი გააჩნია. პირველი ვარიანტი-სატყუარა შეეცდება ჩაახშოს რაკეტის გამშვები რადიოლოკატორის სიგნალები რათა მოხდეს რაკეტის კურსის შეცვლა,მეორე ვარიანტი-გამოიყენებს რამოდენიმე სახეობის სიგნალს რაკეტის ელექტრონიკის ჩახშობის მიზნით,მესამე უკიდურესი ვარიანტი-სატყუარა შეეცდება რაკეტის მოტყუებას რათა მან იერიში მიიტანოს მასზე და გადაარჩინოს თვითმფრინავი.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: