7 ნოემბერს კომპანიამ Huntington Ingalls Industries პასკაგულეში საზიომოდ აღნიშნა ნაღმოსან “USS JACK H. LUKAS(DDG 125)”-ის კერპუსის აგების დასაწყისი. როგორც იტყობინება სააგენტო Jane’s, ეს არის ამერიკის საზღვაო ფლოტისათვის განკუთვნილი მესამე თაობის Flight III პირველი ხომალდი.
შეგახსენებთ რომ,ხომალდზე ოფიციალურად სამუშაოები დაიწყო 2018 წელს,როდესაც მოხდა ფოლადის პირველი დეტალის გამოჭრა.
ნაღმოსანს მიენიჭა დასახელება მეორე მსოფლიო ომის გმირის საპატივცემულოდ. 1942 წელს,ჯეკ ლუკასი როდესაც ის მხოლოდ 14 წლის იყო, გააყალბა დედის ხელმოწერა,რათა მომხდარიყო მისი აშშ-ს საზღვაო ქვეითების რეზერვში ჩაწერა. ხოლო ომის დასასრულს როდესაც ის უკვე ნამდვილად იყო საზღვაო ქვეითი,ჩუმად შეიპარა სადესანტო ხომალდზე რათა მონაწილეობა მიეღო ივპძიმაში დესანტირების ოპერაციაში.
ივოძიმასათვის ბრძოლაში ლუკასმა თავი გამოიჩინა,იაპონელი ჯარისკაცის მიერ ამერიკელების სანგარში გადაგდებულ ხელყუმბარას გადაეფარა რითაც ცდილობდა თავისი 2 თანამებრძოლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლის ფასად,საბედნიეროდ ერთი ხელყუმბარა არ აფეთქდა,ხოლო მეორემ მხოლოდ დაჭრა ახალგაზრდა საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი.ამ თავდადების გამო 17 წლის საზღვაო ქვეითი ლუკასი ღირსების მედლით დაჯილდოვდ.
ახალი თაობის ნაღმოსანს მისი წინამორბედებისაგან განასხვავებს,უახლესი რადარი AMDR რომლიც გათვალისწინებულია შორი მოქმედების რაკეტების აღმოსაჩენად,წინა თაობის და “Arleigh Burke” -ის კლასის ნაღმოსნებზე დგას რადიოლოკაციური სისტემა SPY-1.
“JACK H. LUKAS” იქნება “Arleigh Burke”-ის კლასის რიგით 75-ე სარაკეტო ნაღმოსანი. მისი ძირითადი შეიარაღება – 2 უნივერსალური გამშვები დანადგარი Mk.41, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც საზენიტო რაკეტები SM-2 ისე ფრთოსანი რაკეტები “Tomahawk”. მის არსენალში ასევე შედის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ASROC, 127-მმ საარტილერიო დანადგარი Mark 45 Mod. 4, ორი ერთეული 6 ლულიანი 20-მმ საზენიტო საარტილერიო დანადგარი Phalanx CIWS, ოთხი ერთეული 12,7-მმ ტყვიამფრქვევი,ასევე 2 ერთეული 324 მმ სამმილიანი სატორპედო აპარატი. მის ბორტზე შესაძლებელია 2 ერთეული შვეულმფრენის SH-60 “Seahawk ” ბაზირება.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: