აშშ-ს არმიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ახდენდნენ ძირითადი საბრძოლო ტანკის M1 Abrams-ის უახლესი ვერსიის ტესტირებას.ტესტირება მიმდინარეობდა იუმას საარმიო პოლიგონზე.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს defence-blog.
ვერსიის სრული დასახელებაა M1A2 SEP v3 (Systems Engineering Plan,ვერსია 3).ტანკი გამოიცადა სხვადასხვა ტიპის გზებზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოუწევთ გადაადგილება. საჭირო იყო სავალი ნაწილების გადაკეთება ისე რომ,ტანკს შეძლებოდა დაეფარა ათასობით კილომეტრი სხვადასხვა გრუნტზე.
ამერიკელი სამხედროების განცხადებით,ტანკი გარეგნულად პრაქტიკულად იგივე დარჩა რაც ადრეული ვერსიის Abrams-ები.
ბოლო ვერსიის ტანკზე სიახლეების სია საკმაოდ გრძელია. SEP v3 -ის ახალი ქვემეხი ისვრის უფრო შორს და უდრო ზუსტად.გაუმჯობესდა ძრავა,ტრანსმისია და მუხლუხოების ხარისხი. ტანკის ზოგიერთი დეტალის დამზადება 3D-ბეჭდვის მეთოდით.
ახალი«Abrams» უფრო დაცულია ვიდრე მისი წინამორბედები.ტანკზე დადგა აქტიური დაცვის სისტემები (ძველ ვერსიებს ასეთი რამ არ გააჩნდათ). Defence-blog არ იტყობინება ამ ვერსიის ტანკზე რომელი აქტიური დაცვის სისტემები გამოიყენება.გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად შესაძლოა ეს იყოს ისრაელის წარმოებით კომპლექსი Trophy-HV, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს და გაანადგუროს ჭურვები და რაკეტები სანამ ისინი ტანკის ჯავშანს მიუახლოვდებიან.
ტესტირების რეზულტატების მიხედვით ამერიკელები ასკვნიან რომ ტანკის ახალი ვერსია სრულ მზადყოფნაშია ბრძოლის ველზე გასასვლელად.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: