ისრაელს მარტო აღარ მოუწევს ბრძოლა პროირანულ ძალებთან,ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში დაუბრუნდნენ ძალისმიერ მეთოდებს-რათა დაეხმაროს ისრაელს-წერს The Jerusalem Post.
სულ ახლახანს ამერიკულმა არმიამ წერტილოვანი ავიადარტყმები მიაყენა ერაყსა და სირიაში განლაგებულ პროირანულ დაჯგუფებას “ჰებოლას”-შედეგდ დაღუპულია ათობით ტერორისტი.
შეტევა განხორციელდა 2 დღის შემდეგ-მას მერე რაც ერაყის ქალაქ კირკუკში განთავსებულ ამერიკელ სამხედრო ბაზას К1 ესროლეს 30 მდე რაკეტა,შედეგად დაიღუპა ერთი ამერიკელი სამოქალაქო პირი,ხოლო დაიჭრა ათობით ერაყელი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ამის საპასუხოდ ჩატარებულ ოპერაციას ამერიკელებმა უწოდეს:წერტილოვანი თავდაცვითი დარტყმები”, როს შედეგადაც მათი განცხადებით ეს ავიადარტყმები საგრძნობლად შეასუსტებს ტერორისტების შესაძლებლობებს განახორციელონ თავდასხმითი ოპერაციები კოალიციის ჯარისკაცების წინააღმდეგ.
სარაკეტო დარტყმები და მის საპასუხოდ განხორციელებული ამერიკული ავიადარტყმები ალ-ქაიმას რაიონში არის ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობია ბოლო პიკი.
The Jerusalem Post-წერს რომ-ისრაელი და ამერიკა გამუდმებით იმის მტკიცებაში არიან რომ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში სიმშვიდის ძირითადი მტერი არის ირანი და მისი ბოევიკები-აქედან გამომდინარე ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივად შეეცდებიან შეასუსტონ ირანის გავლენა და სამხედრო სიძიერე რეგიონში.უნდა აღინიშნოს რომ ამერიკელები თავს იკავებდნენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება სანამ არ დაიღუპა ამერიკის მოქალაქე,მაგრამ ამჟამად ყველაფერი შეიცვალა და ამერიკელებმა სამხედრო თამაშები წამოიწყეს.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count:
დაადუღეთ ყიზილბაშები
ცხელი ზამთარი ელის ირანს