მინსკი აწარმოებს მოლაპარაკებებს NATO-სთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების თაობაზე-იტყობინება ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი.
ბელორუსის თავდაცვის სამინისტროში თვლიან რომ,სახელმწიფოს მრავალვექტორული პოლიტიკიდან გამომდინარე საჭიროა სახელმწიფომ მეზობელ ქვეყნებთან იქონიოს მეგობრული ურთიერთობები.გამომდინარე იქიდან რომ NATO არის საერთაშორისო პოლიტიკის უმსხვილესი მოთამაშე ბელორუსი შეეცდება მასთან იქონიოს საუკეთესო ურთიერთობები»
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვლის რომ აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის დამყარება როგორიც არის ბელარუსი, ძალზედ საჭირო ნაბიჯია. NATO ამდაგვარ ნაბიჯებს პირველად დგამს, რაზეც მეტყველებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტები,რომლებიც გამოაქვეყნა გაზეთმა The Guardian. სტატიაში ნათქვამია რომ ამ დოკუმენტებიდან გამომდინარე ბრიტანეთი ითხოვდა რუსეთისათვის მიენიჭებინათ NATO -ს ასოცირებული წევრის სტატუსი. ამ შემთხვევაში რუსეთს არ ექნებოდა ხმის უფლება,მაგრამ ვეღარ შეუშლიდა ხელს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: