ირანი შურს იძიებს გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის გამო-ამის შესახებ განაცხადა ირანის ლიდერის მრჩეველმა მიჰსენ რაზაიმ
«გენერალი ქასემი გმირული სიკვდილის შემდეგ თავის ძმებს შეუერთდა-ამერიკელები მკაცრად დაისჯებიან მისი მკვლელობის გამო», — თავის Twitter-ზე წერს რეზაი.
თავის მხრივ ირანის პრეზიდენტის მრჩეველი წერს რომ:«ამერიკელებმა თავისი აზარტული თამაშებიდან გამომდინარე საკუთარი ხელით შექმნეს მათთვის ურთულესი პირობები ახლო აღმოსავლეთი,-ელოდეთ პასუხს თქვენი საქციელის გამო.წერს პრეზიდენტის მრჩეველი.
გენერალ სულეიმანის სიკვდილი.
ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლულ იქნა ბაღდადის აეროპორტზე ავიადარტყმების შედეგად. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა პირადად აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით-ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში(https://www.defense.gov/Newsroom/Releases/Release/Art..).
გენერალი სულეიმანი მეთაურობდა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფებს «Quds» , რომელსაც ევალებოდა სამხედრო სადაზვერვო სამუშაოების შესრულება,ასევე სპეციალური სამხედრო ოპერაციების ჩატარება ირანის საზღვრებს გარეთ. ქვედანაყოფი პირადად ექვემდებარებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერს ალი ჰომენეის.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: