8 იანვარს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი რაკეტსაწინააღმდეგო ლაზერული სისტემების შექმნასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ რომ: ახალი სისტემა რომელიც შეიმუშავეს ებრაელმა სპეციალისტებმა-არ ჩაანაცვლებს “რკინის გუმბათს”-ის უბრალოდ დაემატება მას და შეიქმნება ერთობლივი ძალზედ ეფექტური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა..
ლაზერული სისტემა გათვლილია არა მხოლოდ ბალისტიკური და ჩვეულებრივი რაკეტების გასანადგურებლად,არამედ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ რომ,ახალი სისტემის მთავარი უპირატესობა მისი ძალზედ მაღალი ეფექტურობაა და რაც ყველაზე მთავარია-ლაზერის დახმარებით თვითოეული ჩამოგდებულ სამიზნეზე დაიღარჯება სულ რამოდენიმე დოლარი. ამას გარდა სისტემის ასამუშავებლად არ არის საჭირო არანაირი ნედლეული. შედარებისათვის 2019 წელს ისრაელის მიერ რკინის გუმბათით გაშვებული 478 რაკეტა თამირის საერთო ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1 მილიარდი შეკელი.
ახალი სისტემა ერთობლივად შეიმუშავეს კომპანიებმა “Rafael”და “Elbit”-მა.პირველი ცდები ჩატარდება 6 თვეში, და 20020 წლის ბოლოსათვის მოხდება მათი განთავსება ღაზას სექტორის სიახლოვეს რათა დადგინდეს მათი ეფექტურობა რეალურ საბრძოლო პირობებში.
თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს რომ ახალი სისტება მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც შემტევი შეიარაღება.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count:
საღოლ ისრაელს