ამერიკულ სანაპირო ზოლის ხომალდებს შეიარაღება გაუძლიერდათ.13 იანვარს პორტალმა defence-blog.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,კომპანია General Dynamics-მა განაახლა Littoral Combat Ship (LCS)-ის სისტემის შეიარაღება.
სანაპირო ზონის ხომალდები LCS(Littoral Combat Ships), მათ ასევე მოიხსენიებენ როგორც «მწვანე» ფლოტს. ერთი მხრივ ეს არის მშვენიერი სწრაფმავალი ხომალდები რომელიც გამოირჩევა მაღალი ავტონომიურობით, მეორე მხრივ მათ აღწერენ როგორც , «მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისათვის არასაკმარისად შეიარაღებულ ხომალდებად». ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ეს საბრძოლო ერთეულები დაპროექტდა ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო ზოლის დასაცავად.
რაკეტა NSM -ის გაშვება
NSM -ეს არის ზებგერამდელი რაკეტები,რომლებსაც ძალუძთ გაანადგურონ წყალწედა და ხმელეთზე განთავსებული სამიზნეები 200 კილომეტრის მანძილიდან. რაკეტის სიგრძეა 4 მეტრი,ხოლო წონა შეადგენს 400 კილოგრამს,რომელსაც გააჩნია კომბინირებული საბრძოლო ქობინი და აღჭურვილია სამიზნეების ამომცნობი სისტემებით. «რაკეტა ფრენისას ფაქტიურად მისრიალებს წყლის ზედაპირზე,რაც მის აღმოჩენას ძალზედ ართულებს,ხოლო ოპერატორებს შეუძლიათ გათვალონ კორპუსის თუ რომელ მონაკვეთში მოარტყან რაკეტა მოწინააღმდეგის საბრძოლო ხომალდს», — იუწყება აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახური.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: