აშშ-ს ტექნოლოგიური და ეკონომიკური სიძლიერე შესაძლოა კოსმოსშიც აისახოს, რომლის მილიტარიზაციის შემთხვევაში ამერიკელებს შეეძლებათ რუსეთისა და ჩინეთის ბირთვული პოტენციალის საგრძნობლად შერყევა-განაცხადა ტექნოლოგიებისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორმა კონსტანტინ მაკიენკომ.
ამერიკელების უპირატესობა კოსმოსში ბოლოს მოუღებს დღეს არსებულ სიტუაციას-სადაც ბირთვულ ომში გამარჯვებული არ გამოვლინდება-განადგურდება ბრძოლაში ჩაბმული ყველა მხარე.
მაგრამ სიტუაცია სწრაფი ტემპებით იცვლება და არა რუსეთის სასარგებლოდ-აღნიშნა მაკიენკომ
«დარწმუნებული ვარ,თუკი შტატები 30 წლის განმავლობაში არ განიცდიან ფინანსურ კრახს,მაშინ მათ შეეძლებათ შექმნან და ორბიტაზე გაიყვანონ ჰიპერბგერითი ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი ათობით პლატფორმა, რომლებიც დაეკიდებიან მოწინააღმდეგის თავზე და საჭიროების შემთხვევაში,15 წუთის განმავლობაში გაანადგურონ მოწინააღმდეგე — განაცხადა მაკიენკომ.
მისი სიტყვებით,მარტო რუსეთი ამერიკის წინაშე უძლურია,მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია საგრძნობი დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს.
15 დეკემბერს ტრამპმა განაცხადა რომ,კოსმოსური ძალების შექმნა არ იგეგმება მხოლოდ თავდაცვისათვის,არამედ მას დაეკისრება შეტევითი ფუნქციები. ამას სჭირდება უზარმაზარი ფინანსები რომლის უკმარისობასაც შტატები ნამდვილად არ უჩივიან.
20 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას,კოსმოსური ძალების(USSF) შექმნის შესახება, რომელიც გამოეყოფა სამხედრო-საჰაერო ძალებს და ჩამოყალიბდება როგორც ჯარის ცალკეული სახეობა.
გაუგებარია რომელ ფინანსურ კრახს ელოდება რუსი ექსპერტი?. დიდი დეპრესიის შემდეგ სულ რამოდენიმე წელიწადში შტატებმა გაიმარჯვეს მეორე მსოფლიო ომში,მარტოდმარტო დააჩოქეს იაპონელები,ლენდლიზის წყალობით თითქმის საიქიოდან ამოათრიეს საბჭოთა კავშირი და მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დამთავრდა 1945 წლის 2 სექტემბერს ამერიკულ სახაზო ხომალდზე-“მისური”. იალტაში გამართულ შეხვედრებზე,პროტოკოლისათვის გადასაღებ ფოტოებზე რუზველტი ყველგან ცენტრში ზის,ხოლო ომის დამთავრების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინა და რეზიდენცია განთავსებულ იქნა შტატებში. რომელ ეკონომიურ კრახზე ამყარებს იმედებს რუსი ექსპერტი გაუგებარია. შტატების ეკონომიკურ კრახს ათწლეულობით ელოდნენ საბჭოთა კავშირში,მაგრამ საიქიოს გაისტუმრეს თავად წითელი სახელმწიფო, ამჟამად კი პუტინის იმედად დარჩენილ გასაცოდავებულ რუსეთის მოქალაქეებს არწმუნებენ რომ სადაცაა შტატების ეკონომიკა დაინგრევა და დიადი რუსეთი გაბრწყინდება, მაგრამ როგორც ჩანს თავად რუსეთი დადგება დაშლის წინაშე,შტატები აშკარად გადავიდნენ გამომწვევ მოქმედებებზე-რაც გამოიხატება ახალ-ახალი სამხედრო შეიარაღების წარმოებით,რაც უზარმაზარი თანხებს მოითხოვს-ეს რუსეთს აიძულებ ჩაებას ამ შეჯიბრში რაც მის ფინანსურ კრახს ნამდვილად გამოიწვევს..
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: