ბრიტანული ძირითადი ტანკის Challenger 2 დროებით ისევ გადაიდო, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ შეიმუშაონ ტანკის ახალი ვერსიები.19 იანვარს, პორტალმა armyrecognition.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რიმ,ბრიტანეთის არმიის სამეფო სატანკო პოლკმა გამოსცადა ტანკის ახალი ვერსია რომელიც გათვალისწინებულია საქალაქო ბრძოლებისათვის.
Challenger 2-ის უახლესმა ვერსიამ მიიღო დასახელება Streetfighter. ტანკის შეიარაღებას დაემატა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები, ასევე აღიჭურვა წრიული თვალთვალის სისტემებით და სხვა სიახლეებთან ერთად ახალი კამუფლაჟითაც შეიმოსა.
ტანკი Challenger 2 ოთხმოციან წლებში შეიმუშავა კომპანიამ Vickers Defence Systems, რომელიც მოგვიანებით BAE Systems-ის ნაწილად იქცა. 1994 წელს დაიწყო მისი წარმოება,ხოლო 1998 წელს ახალი ტანკები ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებაში. Challenger 2 წონა შეადგენს 62,5 ტ, კორპუსის სიგრძე — 8,3 მ, სიგანე — 3,5 მ, სიმაღლე— 2,5 მ, ეკიპაჟი— 4 ადამიანი. ტანკს შეიარაღებაში გააჩნია დახრახნილი 120 მმ ქვემეხი L30E4 და 2 ერთეული 7,62 მმ ტყვიამფრქვევი.
სწავლებები Challenger 2 Streetfighter-ის გამოყენებით
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: