გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შტატებმა საკუთარი წყალქვეშა ხომალდების ბალისტიკური რაკეტები UGM-133A Trident II D5 ახალი საბრძოლო თავაკებით W76−2 აღჭურვეს,რომლის სიმძლავრეც 5 კილოტონას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Naked Science.
ამერიკელებმა დაიწყეს «Ohio»-ს ტიპის სტრატეგიული წყალქვეშა ხომალდების აღჭურვა მცირესიმძლავრის თერმობირთვული საბრძოლო თავაკებით W76−2. თვითოეული მათგანის სიმძლავრე 5 კილოტონას შეადგენს.
ამერიკელი ექსპერტების თქმით,თვითოეულ ხომალდზე სადაც განთავსებულია ოცამდე რაკეტა Trident II D5, მხოლოდ 1 ან 2 რაკეტაა აღჭურვილი მცირე სიმძლავრის საბრძოლო თავაკით W76−2. ამასთან ერთ რაკეტას შეუძლია ატაროს რამოდენიმე ახალი ტიპის საბრძოლო თავაკი: დანარჩენი რაკეტები კი აღჭურვილია ჩვეულებრივი ანუ,90-დან 455 კილოტონიანი საბრძოლო თავაკებით.
W76−2-ის მომხრეებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ,საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები და ავიაბომბები საკმაოდ მოძველდა იმისათვის რათა გაარღვიოს მოწინააღმდეგის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები,აღსანიშნავია რომ ამ ბოლო პერიოდში რუსეთმა მოახერხა საგრძნობლად გაეზარდა ანტისარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობები-აქედან გამომდინარე Trident II D5 რჩება ერთერთ მთავარ ძალად აშშ-ს შეიარაღებაში.
შეგახსენებთ რომ,ახლო მომავალში შეერთებული შტატები გეგმავენ «Ohio»-ს ტიპის ხომალდების ჩანაცვლებას «Columbia»-ს ტიპის ახალი თაობის სტრატეგიული წყალქვეშა ხომალდებით: ამჟამად ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. ახალი ხომალდის აგება დაიწყება 2021 წელს.
თავის მხრივ რუსეთში მიმდინარეობს მრავალმიზნობრივი ხომალდის შექმნაზე სამუშაოები,პირველი ხომალდი ფლოტს საბარაუდოდ მიეწოდება 2030 წლისათვის.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: