პოლონელები უახლოეს მომავალში შეიარაღებაში მიიღებენ ახალ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს. რამოდენიმე დღის წინ პოლონურმა საიტმა defence24.pl გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ დამთავრდა ახალი სარაკეტო კომპლექსის საველე ცდები.

ცდებისას კომპლექსმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. 2 კილომეტრის დისტანციიდან რაკეტებმა თითქმის ყველა სამიზნე დააზიანეს.

კომპლექსი პოლონურმა Mesko-მ და  უკრაინელმა «Луч»-მა ერთობლივად შეიმუშავეს. პოლონეთის სამხედრო უწყება გეგმავს უახლოეს პერიოდში ამ კომპლექსებით შეაიარაღოს საკუთარი არმია,ასევე იგეგმება ახალი კომპლექსებით უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატების აღჭურვა.

საინტერესოა რომ პოლონელები ერთდროულად გამოიყენებენ «Pirat»-ს და ისრაელის წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს Spike-LR, რომელსაც სამიზნის დაზიანება 4 000 მეტრის მანძილზე შეუძლია. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ისრაელის კომპლექსი სამჯერ ძვირი ღირს,ვიდრე პოლონური «Pirat»-ი.

როგორც პოლონური «Pirat»-ის შემქმნელები ირწმუნებიან,მათ ქმნილებასა და რუსულ – უკრაინულ ანალოგებს შორის განსხვავება შემდეგშია:პოლონურირაკეტები პირდაპირ არ მიფრინავენ სამიზნისაკენ არამედ მიყვებიან ჯავშანტექნიკისაგა გაშვებული ლაზერულის სხივის ანარეკლს,რაც საშუალებას აძლევს რაკეტას ჯავშანმანქანას დარტყმა მიაყენოს ყველაზე დაუცველ ადგილას-ის მანქანას ზემოდან ხვდება,რაც ერთი ორად ზრდის მანქანის სრული განადგურების ალბათობას.