
ხმელთაშუა ზღვაში შევიდა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება ატომური ავიამზიდის USS CVN69 Eisenhower მეთაურობით.
არსებული ინფორმაციის თანახმად დამრტყმელმა დაჯგუფებამ,რომლის შემადგენლობაშიც შედიან სარაკეტო კრეისერები USS San Jacinto CG-56 და USS Vella Gulf CG 72, ნაღმოსნები Truxtun DDG-103, USS James Williams DDG-95 და USS Stout DDG 55, უკვე გაიარა ჰიბრალტარის სრუტე და მიემართება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ მიმართულებით. ავიამზიდზე განთავსებულია 48 ერთეული გამანადგურებელ-ბომბდამშენი F/A-18E Super Hornet.
ამას გარდა წესით საავიამზიდო დაჯგუფებას უნდა აცილებდეს ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული ატომური წყალქვეშა ხომალდები,მაგრამ მათ შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით საავიამზიდო დაჯგუფება მიემართება სპარსეთის ყურეში რათა ჩაანაცვლოს ამჟამად იქ მორიგეობაზე მყოფი საავიამზიდო დაჯგუფება ავიამზიდ USS Harry S. Truman CVN 75-ის მეთაურობით, მაგრამ მანამდე დამრტყმელი დაჯგუფება USS CVN69 Eisenhower-ის მეთაურობით გაურკვეველი ხნით დარჩება ხმელთაშუა ზღვაში სირიის სანაპიროებთან.
ატომური ავიამზიდის “USS CVN69 Eisenhower ” წყალწყვა შეადგენს 97 000 ტონას. ხომალდის სიგრძეა 333 მეტრი, სიგანე – 73 მეტრი. მისი ძალური დანადგარები მოიცავს 2 რეაქტორს და 4 ტურბინას; მისი სიმძლავრეა – 260 000 ც/ძ.ხომალდის სიჩქარეს – 30 კვანძი. ეკიპაჟი შედგება – 3200 ადამიანისაგან, ამას გარდა 2480 ადამიანი რომლებიც ავიამზიდის ავიაფრთას ემსახურება. ავიამზიდის საშტატო ავიაფრთა შედგება – 90 თვითმფრინავისა და შვეულმფრენისაგან.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: