«ჩინეთიდან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად» — ეს არის აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის მიერ ახალი სარაკეტო კომპოლექსების შეძენასთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია.7 მარტს პორტალმა defensenews.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,საზღვაო ქვეითების კორპუსი აპირებს სახმელეთო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენას.
თავდაპირველად საზღვაო ქვეითთა კორპუსი გეგმავს 2 ერთეული სახმელეთო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შეძენას. იგეგმება 2 სახეობის შეიარაღების გამოყენება.პირველია სარაკეტო სისტემა ROGUE Fires Vehicle,ხოლო მეორე Tomahawk-ის სახმელეთო ბაზირების რაკეტები. ახალი ტიპის შეიარაღების განლაგება იგეგმება წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შესაკავებლად,რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად გამოთქვამს პრეტენზიებს სადავო კუნძულებთან დაკავშირებით.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: