ერთი შეხედვით ეს იარაღი ხუმრობას გავს,მაგრამ ის აშშ-ში 1916 წლის 16 მაისს დააპატენტეს.
ალბერტ პრეტტი (Albert Bacon Pratt) სამხედროებს სთავაზობდა ჩაფხუტში ჩაემონტაჟებინათ «პისტოლეტი». იარაღი იყო ნახევრადავტომატური,სამწუხაროდ მისი კალიბრის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. გასროლილი მასრების ექსტრაქციისათვის გააჩნდა სპეციალური ფანჯარა. იარაღიდან გასასროლად საკმარისი საჭირო იყო მილში ჩაბერვა რომელიც დაკავშირებული იყო სასხლეტ მექანიზმთან. როდესაც მსროლელი ჩაბერავდა მილში,იბერებოდა სპეციალური ბურთი რაც ზემოქმედებას ახდენდა სასხლეტზე და ხდებოდა გასროლა. დასამიზნებელი მოწყობილობა განთავსებული იყო თვალის სიმაღლეზე.
პატენტში ნათქვამია რომ,სროლის პროცესი არ აზიანებს მსროლელის თავს რადგან მასში გამოყენებულია სპეციალური მუხრუჭი. დამიზნება უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ხელით სასროლი იარაღიდან. შემქმნელის აზრით ჯარისკაცი უფრო სწრაფად ახდენს რეაგირებას საშიშროებაზე თავის ერთი მობრუნებით,რაც დაადასტურა საცდელი სროლებმა,მცირეოდენი წვრთნის შემდეგ ჯარისკაცი უპრობლებოდ აზიანებდა სამიზნეს.ამ იარაღის შესახებ თანამედროვე წყაროები წერენ რომ სროლის დროს წარმოქმნილ უკუცემას თავისუფლად შეეძლო მსროლელისათვის კისრის გადატეხვა,მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ამ იარაღის კალიბრი უცნობია დაზუსტებით ამის მტკიცება შეუძლებელია. 2011 წელს ამერიკულ ტელე-შოუში წარმოადგინეს ამ ნახაზების მიხედვით შექმნილი იარაღი სადაც გამოჩნდა რომ ამ იარაღიდან სროლა შესაძლებელი იყო
რათქმა უნდა ეს იარაღი განეკუთვნება იარაღ-კურიოზების კლასს,მაგრამ ამის მიუხედავად მისი ავტორი მასზე მუშაობას არ წყვეტდა და 1917 წელს ასევე დააპატენტა მსროლელი ჩაფხუტის მოდიფიცირებული ვერსია.
თავის დახმარებით დამიზნების იდეა მოსვენებას არ აძლევდა მრავალ გამომგონებელს და 1953 წელს ვინმე DE Salardi-მ დააპატენტა ახალი მსროლელი ჩაფხუტის ვერსია,რომელშიც გამოყენებული იყო პისტოლრტ-ტყვიამფრქვევი.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: