
ჩინეთმა დაიწყო ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის «Javelin» -ის კლონის HJ-12 «Red Arrow»-ს ექსპორტირება,ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კორპორაცია «Norinco»-ს წყაროზე დაყრდნობით პორტალი «defenseworld.net».აღნიშნულია რომ,ეს არის ჩინეთის მიერ წარმოებული მესამე თაობის შეიარაღების ექსპორტირების პირველი შემთხვევა.ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელმა ქვეყანამ შეიძინა შეიარაღება არ ბრცელდება,მაგრამ დაუზუსტებელი წყაროების მიხედვით ეს ქვეყანა არის აზერბაიჯანი.წყარო იტყობინება რომ გარეგნულად ჩინური «Red Arrow» ძალიან გავს ამერიკულ «Javelin»-ს.ჩინური კომპლექსი აღჭურვილია ავტომატური დამიზნების სისტემით, ხოლო მისი წონა შეადგენს 22 კილოგრამს. კორპორაციის წარმომადგენელი აღნიშნავს რომ, «Red Arrow»-ს ძალუძს გაანგრიოს 1 100 მმ ფოლადის ჰომოგენური ჯავშანი,რომელიც ასევე დაფარული იქნება დინამიური დაცვით.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: