დღესდღეობით მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს რაკეტა Tomahawk-ს და მის სხვადასხვა მოდიფიკაციებს.მაგრამ ასევე არსებოს რაკეტა რომელიც “Tomahawk-ის ჩრდილშია მოქცეული-როგორც დასავლელი სამხედრო ბლოგერები წერენ სხვა მხარეს უნდა გავიხედოთ და თვალი ვადევნოთ რაკეტას SM-6”.
ამერიკული კორპორაციამ Raytheon 2008 წელს შექმნა არაფრით გამორჩეული,ჩვეულებრივი საზენიტო კომპლექსი,ხოლო დღეისათვის ამ რაკეტას ძალუძს გაანადგუროს თვითმფრინავები,ხომალდები,ბალისტიკური სტრატოსფერული სამიზნეები,ამასთან ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები რათა მათი წყალობით შესაძლებელი გახდეს წყალქვეშა და სახმელეთო სამიზნეების განადგურება. რაკეტას შეუძლია თითქმის ყველა სახის სამიზნის განადგურება და ამჟამადაც მიმდინარეობს მისი განვითარება.
იმ 20 სახეობის რაკეტებიდან,რომლითაც ამჟამად შეიარაღებულია აშშ-ს საზღვაო ფლოტის 285 ხომალდი,მხოლოდ SM-6 -ს შეუძლია გაანადგუროს სამიზნეები,ზღვაზე,ჰაერში და ატმოსფორის სიახლოვეს. მხოლოდ SM-6 შეუძლია თვითმფრინავების ჩამოგდება და ბალისტიკური რაკეტების განადგურება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები რათა რაკეტებმა შეძლონ სახმელეთო და წყალქვეშა სამიზნეების განადგურება.
საკმაოდ უცნაურია,რატომ არ იწერება ამ რაკეტის შესახებ პრესაში,ის დაუმსახურებლად მოქცეულია სხვა ცნობილი რაკეტების ჩრდილში.
აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტი გეგმავს 2026 წლამდე $ 6,4 მილიარდი დოლარის ღირებულების 1800 ერტეული რაკეტის SM-6 შეძენას.
SM-6-ეს იგივეა რაც ფრანკენშტაინის მონსტრი,ოღონდ Raytheon-ის კომპონენტებით და სხვადასხვა ტიპის რაკეტებისაგან მიღებული დეტალებით. მასში გაერთიანებულია საშუალო მანძილის “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტის თვითდამიზნებადი სისტემა და საბრძოლო ქობინი,ასევე”ხმელეთი-ჰაერის” კლასის რაკეტის SM-2-ის პლანირების შესაძლებლობა.
2013 წელს როდესაც დაიწყო SM-6 Block I -ის გამოყენება,მის მოვალეობაში შედიოდა თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების განადგურება. “მოგვიანებით დაემატა ბალისტიკური რაკეტების ფრენის დასკვნით ეტაპზე განადგურების შესაძლებლობა”, – აღნიშნა სარაკეტო სფეროს სპეციალისტმა თომას კარაკომ.
2016 წელს სამხედრო საზღვაო ძალებმა თავისი ძალებით მოახდინეს რაკეტაზე დამატებითი ხელსაწყოების დამატება,რის შედეგადაც მოდიფიცირებულმა რაკეტამ SM-6 IA ცდებისას წარმატებით დააზიანა წყალზედა სამიზნე. ამის შემდეგ SM-6-ი გახდა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს რომ,ეს არ არის რაკეტის შესაძლებლობების მაქსიმუმი და გაგრძელდება მათი მოდერნიზაცია.იგეგმება ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება,სადაც რაკეტის საბრძოლო ქობინს ტორპედო ჩაანაცვლებს, რომელიც რაკეტის კორპუსს მოცილდება ფრენის ბოლო ეტაპზე.
არის მხოლოდ ერთი მისია რომლის შესრულებსააც SM-6-ს ვერ შეძლებს კარდინალური მოდერნიზაციის გარეშე. კოსმოსურ ვაკუუმში რაკეტის სამიზნის ძებნის სისტემები სხვაგვარად მუშაობენ ვიდრე ჰაერში.
რაკეტის სამიზნის ძებნის სისტემები სხვაგვარად მუშაობენ კოსმოსურ ვაკუუმში,ვიდრე ჰაერში.ჰაერთან ხახუნის გამო საჭიროა სამიზნის საძებნი სისტემის გარსში მოთავსება რომელმაც უნდა იფუნქციონეროს ატმოსფეროში.
ხოლო ისეთი სამიზნეები კოსმოსში როგორებიც არის ბალისტიკური რაკეტები (მათი ფრენის ტრაექტორიის შუა ნაწილში) პრინცირულად სხვაგვარ მიდგომას საჭიროებს. პირველი არის ის რომ სამიზნე ცივია. ვინაიდან კოსმოსში ხახუნის ძალა არ არის,არ არის საჭიროება თავაკის გარსით დაფარვისა,რაც საშუალებას იძლევა თავაკი აღიჭურვოს დამატებითი ინფრაწითელი მოწყობილობებით,რომლებიც ოპტიმიზირებული იქნება ცივი სამიზნეების მოსაძებნად.
უნდა აღინიშნოს რომ ატმოსფეროში გამოიყენება დახურული საძებნი სისტემით აღჭურვილი რაკეტები SM-2 და SM-6 ,ხოლო კოსმოსში გამოიყენება რაკეტა ღია სამიზნით SM-3.ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რათა SM-6-ს შეეძლოს სამიზნეების განადგურება როგორც ატმოსფეროში ისე კოსმოსში,ამისათვის საჭიროა მისი აღჭურვა პრინციპულად ახალი ტიპის “ღია-დახურული სამიზნე”-ით.
რაკეტის სიჩქარე- 3.5 მახი (4.284 კმ/ს ანუ 1.190 მეტრი წამში)
ფრენის მანძილი- 460 კილომეტრი. ამ მანძილის დასაფარად რაკეტას ესაჭიროება 6.3 წუთი.
სამიზნის დაზიანების სიმაღლე – 33 კილომეტრი.
რაკეტის სიგრძე- 6.6 მეტრი
წონა – 1.500 კილოგრამი
საბრძოლო ნაწილის წონა – 64 კილოგრამი
ამფეთქი – რადიოლოკაციური და კონტაქტური.
დამიზნება:
– ინერციული,
– რადიოლოკაციური ნახევრადაქტიური თვითდამიზნება (საჭიროებს სამიზნის გაცილებას ხომალდიდან)
– აქტიური რადიოლოკაციური თვითდამიზნებადი სამიზნის საძებნი სისტემა (არ საჭიროებს ხომალდიდან სამიზნის დასხივებას)
რაკეტას შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ რეჟიმში.გაშვების შემდეგ ფრენისას შესაძლებელია ერთი რეჟიმიდან მეორე რეჟიმზე გადართვა.
რაკეტას შეუძლია გაანადგუროს დაბალ სიმაღლეზე მფრენი რაკეტა რომელსაც ხომალდის რადარი ვერ აფიქსირებს (ამ დროს ხდება SM-6 -ის გაშვება ხდება ავტოპილოტის რეჟიმში სამიზნის მოახლოების სავარაუდო მიმართულებით – სამიზნის მიმართულება და მისი მოახლოება შესაძლოა მიწოდებულ იქნეს სხვა ხომალდის მიერ ან თანამგზავრიდან და თთითმფრინავიდან რომლებიც ინტეგრირებული არიან საერთო საბრძოლო საინფორმაციო მართვის სისტემაში – ამის შემდეგ რაკეტა რთავს თავის აქტიურ თვითდამიზნებად სისტემას რის შემდეგაც იწყებს სამიზნის ძებნას).
რაკეტას ასევე შეუძლია წარმატებით გაანადგუროს ბალისტიკური სამიზნეები ატმოსფეროში შემოსვლისას. ახალი ამაჩქარებლის წყალობით SM-6 -ი გამოირჩევა ფართო შესაძლებლობებით ტაქტიკურ რაკეტსაწინააღმდეგო სფეროში; მას ეფექტურად შეუძლია მცირე და საშუალო რადიუსის მქონე ტაქტიკური რაკეტებისა და საბრძოლო ქობინების განადგურება ატმოსფეროში შესვლისას.
რადიოლოკაციური სადგურისა და თვითდამიზნებადითავაკის წყალობით რაკეტას SM-6 შეუძლია შორ მანძილზე აღმოაჩინოს სტელს ტექნოლოგიებით შექმნილი სამიზნეები,რომლებიც ნაკლებშემჩნევადობით გამოირჩევიან.საინტერესოა რომ რაკეტის მოქმედების ტექნოლოგიური მექანიზმების შესაებ სრული ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: