აშშ-ში გრძელდება პერსპექტიული 155-მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარის XM1299-ის ცდები, რომელიც აღჭურვილია 155-მმ ქვემეხით XM907. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ახალი დანადგარის ყოველ ახალ ცდებზე რაღაც ახალი ელემენტი ჩნდება.
ცდებისას რომელიც გაიმართა არიზონას ერთერთ პოლიგონზე საარტილერიო დანადგარმა ჭურვი დიდი სიზუსტით გაისროლა 100 კილომეტრის მანძილზე. ამდაგავარ დადგინდა რომ საარტილერიო დანადგარს ძალუძს სამიზნის დაზიანება 100 კილომეტრის მანძილზე. ეს შედეგი მიღწეულ იქნა როგორც ქვემეხის XM907 შექმნისას გამოყენებული ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ისე ახალი ტიპის ჭურვებით.
საინტერესოა რომ ახალი ჭურვების მიმართ არ არის ზეზუსტი წერტილოვანი დარტყმების მიყებევის მოთხოვნილება.მისი ძირითადი დანიშნულებაა რაც შეიძლება მაქსიმალურად დიდი ზარალის მიყენება მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციებზე მაქსიმალურად შორი მანძილიდან.საარტილერიო დანადგარში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ჭურვები.
ამის მიუხედავად კორექტირებადი ჭურვების გამოყენებით მოხერხდა წერტილოვანი დარტყმის მიტანა საცდელ სამიზნეზე 100 კილომეტრის მანძილიდან.
აქვე დგება ერთი კითხვა-შეეძლება თუ არა დანადგარს ბირთვული საბრძოლო მუხტების გამოყენება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეეძლება მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით დუმან.
აშშ-ს არიმია ამ დანადგარის შეიარაღებაში მიღებას 2023 წლისათვის გეგმავს.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: