იაპონიის თავდაცვის ძალებმა წარმოადგინეს საკუთარი მეოთხე თაობის ძირითადი საბრძოლო ტანკის «Type 10» შესაძლებლობები..
«Type 10» შეიმუშავა და ააგო კომპანიამ Mitsubishi Heavy Industries რომელიც შეიარაღებაში მიიღეს 2012 წელს. ამ ტანკის უპირატესობად მიიჩნევა მისი უნიკალური მობილურობა.
«Type 10» —ის ძირითადი შეიარაღება 120-მმ გლუვლულიანი ქვემეხი L44 რომელსაც გააჩნია მაღალსიჩქარიანი ავტომატური დამტენი მექანიზმი. დამხმარე შეიარაღება ქვემეხთან შეწყვილებული 7,62 მმ ტყვიამფრქვევი «Type 64» და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი М2 (12,7 მმ).
ტანკი აღჭურვილია მოდულური ჯავშნით(კერამიკის გამოყენებით).ტანკზე დგას რვაცილინდრიანი 1 200 ც/ძ სიმძლავრის ძრავი.მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 70 კმ/ს
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: