≪HAWK≫ (HAWK — იშიფრება როგორც ≪მუდმივად თვითდამიზნებადი მკვლელი≫) აშშ-ს არმიის დაკვეთით შეიქმნა კომპანია ≪Raytheon≫-ში.პირველი მართვადი გასროლა მოხდა 1956 წლის ივნისში,როდესაც მან ჩამოაგდო სამიზნე-თვითმფრინავი QF-80. აშშ-ს არმიის პირველი დივიზიონი შეიარაღებული რაკეტებით MIM-23A HAWK, საბრძოლო მორიგეობაზე დადგა 1960 წლის აგვისტოში,მას შემდეგ სისტემა შეიძინა 20-ზე მეტმა ქვეყანამ,ამას გარდა იგი ლიცენზიით იწყობა ევროპასა და იაპონიაში.შექმნის დღიდან სისტემა მუდმივად განიცდის სრულყოფას.რაკეტებმა საბრძოლო ნათლობა მიიღეს ახლო აღმოსავლეთის ომში 1973 წელს,როდესაც ისრაელის არმიაშო მყოფმა რაკეტებმა ჩამოაგდეს ეგვიპტისა და სირიის 20 თვითმფრინავი.
ბოლო მოდიფიცირებული მოდელი ≪HAWK≫ — М1М-23В ≪გაუმჯობესებული HAWK≫-ს გააჩნია მართვის ახალი აპარატურა,უფრო ეფექტური საბრძოლო ნაწილი,გაუბჯობესებული ძრავა და მცირედით შეცვლილი ცეცხლის მართვის სისტემა.მომსახურება გახდა უფრო მარტივი,კერძოდ:ელექტრონიკა გახდა მინიატურული და უფრო საიმედო.≪გაუმჯობესებული HAWK≫-ი აშშ-ს არმიაში შეიარაღებაში მიიღეს 70-იან წლებში.
ამჟამად ≪გაუმჯობესებული HAWK≫-ის ბატარეა შედგება პულსირებადი ტიპის საძიებო რადარისაგან,მუდმივად გრძელ ტალღებზე მომუშავე საძიებო რადარიისაგან,მანძილმზომი რადარისაგან,ბატარეის მართვის სპუნქტისაგან,დიდი სიმძლავრის,მიზნის დამასხივებელი სადგური,რომელიც მუშაობს მუდმივად გრძელ ტალღებზე,სამი გამშვები დანადგარისაგან,თვითოეულზე სამი რაკეტით,და მათი სატრანსპორტო-დამტენი საშუალებებისაგან.გამშვები დანადგარი განთავსებულია ორთვალა ურიკაზე,რომელიც ბუქსირდება 2,5-ტონიან სატვირთო მანქანაზე(6×6) ან მის მსგავს ტრანსპორტზე. მუხლუხოებიანი ტრანსპორტიორ -М548-ის ბაზაზე შეიქმნა HAWK-ის თვითმავალი ვარიანტიც,და მათი ნიშნულია- М727 SP HAWK,მაგრამ ეს სისტემები მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ს გააჩნიათ,სხვათაშორის ისრაელმა უკვე მოხსნა იგი შეიარაღებიდან.≪გაუმჯობესებული HAWK≫-ის სროლის პროცესი ასე გამოიყურება:თავდაცვითი ბატარეების იმპულსური საძიებო რადარები მუდმივად აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს(მეორე ეძებს დაბალ სიმაღლეზე მფრენ სამიზნეებს),მიზნის აღმოჩენის შემთხვევაში კოორდინატებს გადასცემენ მიზნის დამასხივებელ სისტემას, მიზნის დასხივების შედეგად უკან გამოტყორცნილ ელექტრო-მაგნიტური ენერგიას იღებს რაკეტის დამიზნების სისტემის ანტენა,და ამ სიგნალის წყალობით ხდება ობიექტის მიზანში ამოღება.რაკეტის საბრძოლო ნაწილი შედგება მსხვრევად-ფუგასური ქობინისაგან და მასზე დგას ორრეჟიმიანი ,მყარსაწვავიანი ძრავა.
მოგვიანებით MIM-23B-ებმა მიიღეს დამატებითი თვალთვალის სისტემა,რომელიც შეიქმნა კომპანია ≪Northrop≫-ის მიერ,რომელიც ახორციელებს მიზნის თვალთვალს და გამოჰყავს მისი გამოსახულება სითბოვიზურ მონიტორზე.ამით საგრძნობლად ამაღლდა სისტემის სიცოცხლის უნარიანობა,რადგანმას შეუძლია სამიზნის ჩაჭერა მაშინაც კი,თუკი სიგნალი არის ძალიან სუსტი.სისტემას ასევე შეუძლია გამოარჩიოს ერთმანეთთან ძალზედ ახლოს მოძრავი ობიექტები,ან ჰორიზონტის ხაზთან ძალზედ დაბალ სიმაღლეზე მოზრავი სამიზნის მიზანში ამოღება.
≪HAWK≫-თან ყველაზე ახლოს დგას საბჭოთა სისტემა Куб SA-6 ≪Gainful≫-ი, რომელიც უფრო მობილურია ,მაგრამ გააჩნია სროლის ნაკლები სიშორე.აშშ-ს არმიაში ≪HAWK≫-ი შეცვალა სისტემა ≪Patriot≫-მა.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
მოდელი-MIM-23B ≪გაუმჯობესებული HAWK≫
ზომები, მ:
-სიგრძე 5,12;
-კალიბრი 0,36;
-ფრთის გაშლა 1,22.
სასტარტო წონა, კ/გ: 626.
მახასიათებლები, მ:
-ეფექტური სიმაღლე 30-11 580;
-სიშორე 40 000.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: