აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა უკვე მიიღეს შეთავაზებები სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებისაგან დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების MQ-9 Reaper-ის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. 12 სექტემბერს პორტალმა aviationweek.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,კომპანიამ Northrop Grumman წარმოადგინა კონცეპტი დასახელებით SG-2 Vision.
SG-2 Vision აგებულია მფრინავი ფრთის პრინციპით და ძალზედ წააგავს საგემბანო დრონს Х-47В. მაგრამ მისი გაბარიტები შედარებით მომცროაუფრო.პერსპექტიული საფრენი აპარატის წონა იქნება დაახლოებით 9 ტონა,ხოლო მისი ფრენის მანძილი კი 1 900 კილომეტრი.
SG-2 Vision
ახალი უპილოტოს თავისებურება შემდეგში მდგომარეობს — მას გააჩნია DA/RC (Distributed Recovery/Responsive Control) ტენოლოგიური მხარდაჭერა. მისი დახმარებით დრონებს შეუძლიათ ერთიან ხროვაში გაერთიანდნენ(დაახლოებით 100 ერთეულამდე) და იმოქმედონ ადამიანის ჩარების გარეშე.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: