სამხედრო ექსპერტებს შორის აქტიურად განიხილება სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ერთი ეპიზოდი. სადაც აზერბაიჯანულმა მხარემ იერიში მიიტანა მდინარე აკარზე გადებულ ხიდზე,რომელიც ფაქტიურად ერთმანეთს აკავშირებს მთიან ყარაბაღს და სომხეთს. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღება ხიდის გასანადგურებლად.ქსელში გავრცელებული ვიდეოს დეტალურად შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა წამოაყენეს ვერსია რომ აზერბაიჯანმა გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი. საქმე ეხება ახლო მოქმედების ოპერატიულ ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსს «LORA». ეს კომპლექსი აზერბაიჯანმა თავის დროზე შეიძინა ებრაული კომპანიისაგან IAI.
ისრაელის ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის LORA -ს რაკეტები გათვალისწინებულია მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურული ობიექტების გასანადგურებლად.ხიდიც ამ კატეგორიას განეკუთვნება, ამასთან აღსანიშნავია რომ ამ ხიდს სომხური მხარისათვის უზარმაზარი დანიშნულება აქვს-ამ ხიდის მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება სეპარატისტტული ყარაბაღი და სომხეთი.
აზერბაიჯანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებამ დასავლელი ექსპერტების დიდი ყურადღება მიიქცია,ერთერთი მათგანის ჯოზეფ ტრევიტიკის განცხადებით-თუკი დადასტურდა რომ ეს იყო სარაკეტო კომპლექსი LORA,მაშინ ეს არის ამ კომპლექსის საბრძოლო გამოყენების პირველი შემთხვევა მსოფლიოში.
ღია წყაროების მონაცემებით აზერბაიჯანს გააჩნია ისრაელის წარმოების ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის დაახლოებით 50 ერთეული რაკეტა.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ რომ აზერბაიჯანს ასევე გააჩნია სისტემები «Точка-У»,მაგრამ ებრაული რაკეტის გამოყენება განაპირობა მისმა დიდმა სიზუსტემ. LORA -ს რაკეტის ცდომილება შეადგენს დაახლოებით 10 მეტრს.
ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი LOng-Range Artillery Missile – LORA
შემმუშავებელი: Israel Aircraft Industries – IAI (ისრაელი)
ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი LORA -ს გააჩნია ერთსაფეხურიანი მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტა და გამოიყენება როგორც სახმელეთო ისე საზღვაო ბაზირების ვარიანტებში,
რაკეტა განთავსებულია ჰერმეტულ სატრანსპორტო გამშვებ კონტეინერში.
მახასიათებლები:
- წონა – 1,7 ტონა
- სიგრძე – 5 მეტრი
- საბრძოლო ნაწილის წონა – 400 კგ (მსხვრევად-ფუგასური), 600 კგ (შეღწევადი)
- სიამეტრი – 610 მმ
- მანძილი – 400 კმ
- ტრაექტორიის სიმაღლე – 45 კმ
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: