უპილოტო სისტემები მოქმედებებისას სულ უფრო ნაკლებად საჭიროებენ ადამიანის ჩარევას. 6 ოქტომბერს, ესტონური კომპანიის Milrem Robotics პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ რომ ესტონურმა და ისრაელის კომპანიამ UVision Air ერთობლივად შეიმუშავეს ჰაერში მოლივლივე ჭურვის უპილოტო გამშვები დანადგარი.
უნივერსალური გამშვები დანადგარი იტევს 6 ერთეულ ჰაერში მოლივლივე ჭურვს. «საბრძოლო »მარაგად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს Hero-120(ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო ნაწილით რომელსაც ჰაერში გაჩერება ერთი საათის განმავლობაში შეუძლია), ასევე Hero-400EC, მათ დანიშნულებაში შედის გამაგრებული საბრძოლო პოზიციების განადგურება,რომელსაც ჰაერში ორი საათის განმავლობაში შეუძლია დარჩენა. გადაადგილების საშუალებად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პერსპექტიული პლატფორმა Type-X და უკვე საკმაოდ ცნობილი THeMIS.
ჰაერში მოლივლივე ჭურვის Hero-120-ის გაშვება რობოტიზირებული უპილოტო პლატფორმიდან THeMIS
ჰაერში მოლივლივე ჭურვის Hero-400EC-ის გაშვება რობოტიზირებული უპილოტო პლატფორმიდან Type-X
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: