ამერიკელი საზღვაო ქვეითების «ავტობუსს» ტანკების განადგურებაც შეეძლება. 2 ოქტომბერს, კომპანია BAE Systems-ს წარმოადგინაჯავშანტრანსპორტიორი ACV რომელიც შეიარაღებულია ქვემეხით,რაკეტებით და დრონების საწინააღმდეგო შეიარაღებით.
ამფიბია-ჯავშანტრანსპორტიორზე დადგა კოშკურა MCT-30 რომელშიც ეკიპაჟის არცერთი წევრი არ არის განთავსებული. მასზე 30 მმ ქვემეხი Bushmaster Mk44. ამას გარდა კოშკურაზე გამოიძებნა ადგილი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსისათვის Javelin, ასევე გამშვები დანადგარი 4 ერთეული 70 მმ რაკეტისათვის
ACV -ს კორპუსზე ადვილი შესამჩნევია ტელესკოპური ანძა ელექტროოპტიკური მოდულით. კიდევ ერთი მოდული განთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილში რომელიც ძალიან წააგავს რადარს ლაზერული დანადგარით ცენტრში. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს შესაძლოა იყოს მოდიფიკაცია ACV medium-caliber-cannon, რომლის შემუშავებაც 2019 წელს დააანონს ა კომპანიამ.
ამფიბია ჯავშანტრანსპორტიორი ACV შეიქმნა იტალიური ჯავშანტრანსპორტიორის Iveco SuperAV-ს ბაზაზე.ეს მოდიფიკაცია იტევს ეკიპაჟის 3 წევრს და 13 მედესანტეს.მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 120 კმ/ს ხმელეთზე, ხოლო წყალში 11 კმ/ს. სვლის მარაგია 500 კილომეტრი ხოლო ძრავის სიძლავრე — 690 ც/ძ.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: