ფრენის სიშორით და გადასატანი შეიარაღების წონით უპილოტო საფრენი აპარატები საგრძნობლად ჩამორჩებიან საბრძოლო თვითმფრინავებს. აქედან გამომდინარე დრონი არ უნდა მიიჩნეოდეს სტრატეგიული ბომბდამშენისა B-21 და ბოლო თაობის გამანადგურებლის F-35 Lightning II-ის ჩამნაცვლებლად არამედ ისინი უნდა იქცნენ მათ დამატებად-განაცხადა მიტჩელის სახელობის აეროკოსმოსური პოტენციალის კვლევებისა და შეფასებების ინსტიტუტისა და პერსპექტიული შეიარაღების განყოფილების დირექტორმა მარკ განცინგერმა.
მისი განცხადებით ,ზოგიერთი ექსპერტი თვლის რომ, ამჟამად შემუშავების მომენტში არსებულ ეგზემპლიარებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ თანამედროვე პილოტირებადი საბრძოლო ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ განცინგერი ამას არ ეთენხმება და ამ მოსაზრებას მიიჩნევს შეცდომად, და აცხადებს რომ დრონებმა არ შეიძლება საბრძოლო ავიაცია ჩაანაცვლოს. განცინგერი მიიჩნევს რომ,დრონის შესაძლებლობების გამოყენება პილოტირებად ავიაციასთან ერთად ბევრად ეფექტური იქნება.მისი თქმით სამხედრო საჰაერო ძალებს სჭირდება მომავალი თაობის უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო მათი ერთად მოქმედებისას ბრძოლის ველზე დაიდება უმაღლესი შედეგი.
ამასთან ის აღნიშნავს რომ,აზრი არ აქვს დრონების მახასიათებლების გაუმჯობესებას პილოტირებადი სავრძოლო ავიაციის დონემდე. ეს გამოიწვევს დრონების არამხოლოდ საგრძნობ გაძვირებას,არამედ ძალზედ გაართულებს მათ ექსპლუატაციას. დრონების მიმზიდველობა მდგომარეობს მათ სიიაფეში,ფრენის მანძიში და მის ზომებში,რომელსაც არ სჭირდება(თითქმის არ სჭირდება) ასაფრენ დასაფრენი ზოლი.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: