Sling – ეს არის ისრაელის კომპანიის Elbit systems წარმოებული საექსპორტო ბიუჯეტური 120 მმ ნაღმტყორცნი რომელიც მისი მობილურობის გასაზრდელად განთავსებულია მსუბუქ ბორბლებიან სამხედრო ყველგანმავალზე.
შეიძლება ითქვას რომ ეს არის ავტომატიზირებული ლაფეტი, რომელიც ეკიპაჟს საშუალებას აძლევს დროის მოკლე მონაკვეთში სისტემა მოიყვანონ საბრძოლო მდგომარეობაში საერთო მართვის სისტემის პულტის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პულტის გამოყენების გარეშე მოხდეს მისი მართვა.
Sling -ის კომპლექსის შემადგენლობაში შედის ნაღმტყორცნ CARDOM-ის ანალოგიური ცეცხლის მართვის სისტემა. ინერციული ან თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით ის გამოითვლის ნაღმტყორცნისა და სამიზნე ობიექტს შორის ურთიერთმდებარეობას,ასევე გამოითვლის დამიზნების საჭირო კუთხეს. ცეცხლის მართვის სისტემა ასევე გამოიყენება დამიზნების მექანიზმების გასაკონტროლებლად. მართვის ამდაგვარი მეთოდი ამცირებს შეცდომების შესაძლებლობას და ერთიორად ზრდის ზუსტი სროლის განხორციელების შესაძლებლობას. ყოველი გასროლის შემდეგ ავტომატიკა დამოუკიდებლად ახდენს მიმმართველის მდგომარეობის კორექტირებას რაც შესაძლებელს ხდის სროლის დიდ სიმჭიდროვეს. ელექტრომოწყობილობების წყალობით სამარშო მდგომარეობიდან პირველ გასროლამდე დრო მინიმუმამდე არის დაყვანილი.მწარმოებლების განცხადებით პირველი გასროლის შესასრულებლად პოზიციაზე მისულ მანქანას სჭირდება სულ რაღაც ერთი წუთი.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: