ტყვიამფრქვევი Minimi შეიმუშავა ბელგიურმა კომპანიამ FN Herstal 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში და სერიულ წარმოებაში იყო 1981 წლამდე. ტყვიამდრქვევი მრავალი ქვეყნის შეიარაღებაშია,მათ შორის ბელგია,აშშ (ნიშნულით М249 SAW), კანადა (ნიშნულით С9), ავსტრალია (ნიშნულითF-89) და სხვა. ტყვიამფრქვევი სარგებლობს საყოველთაო პოპულარობით მისი მობილურობისა და საცეცხლე სიმძლავრიდან გამომდინარე, რომელიც ამ კომპონენტში საგრძნობლად აღემატება ტყვიამფრქვევებს РПК-74, L86A1 და სხვა, რომლებიც აგებულია ავტომატური იარაღის ბაზაზე და არ არიან ნულიდან შექმნილები-როგორც ტყვიამფრქვევი. Minimi-ს განსაკუთრებული თავისებურებები— სროლისათვის შესაძლებელია მეტალის ლენტის გამოყენება (საშტატო მეთოდი), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს NАТО-ს სტანდარტების შაშხანების მჭიდები ისე რომ არ არის საჭირო კონსტრუქციაში რაიმე ცვლილების შეტანა(შაშხანა М16, სარეზერვო ვარიანტი) -ანალოგიური შესაძლებლობებით გამოირჩეოდა 30 წლით ადრე შექმნილი ჩეხური ტყვიამფრქვევი Vz.52.
FN Minimi — ტყვიამფრქვევის ბელგიური ვარიანტი.
FN M249 SAW — ტყვიამფრქვევის ამერიკული ვარიანტი.
FN Minimi Para — საჰაერო-სადესანტო ვარიანტი-დამოკლებული ლულით და დასაკეცი კონდახით
FN Minimi SPW — Special Purpose Weapon, სპეციალური ოპერაციებისათვის განკუთვნილი შემსუბუქებული ვარიანტი ,Picatinny-ს ტიპის მიმმართველით ოპტიკური სამიზნეებისა და ღამის ხედვის ხელსაწყოების დასამაგრებლად,ლულის ქვეშ დამატებულია ეგრედწოდებული “საიერიშო” სახელური,ხოლო კონდახი ჩაკეცილია.
FN Mk.46 model 0 — ტყვიამფრქვევის ვარიანტი Minimi SPW, შემუშავდა აშშ-ს სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის
ტყვიამფრქვევის ლულა — სწრაფად მოხსნა დაყენების შესაძლებლობით, გააჩნია ალჩამქრობი და დასაკეცი სახელური იარაღის გადასატანად. ძირითადად იწარმოება სამი ზომის ლულა — სტანდარტული სიგრძით 465 მმ, “სადესანტო” სიგრძე 349 მმ და “სპეციალური დანიშნულების” სიგრძე 406 მმ.
სროლის რეჟიმი -მხოლოდ ავტომატური.
სტანდარტული მოდელი | Minimi Para | Mk.46 mod.0 / Minimi SPW | |
კალიბრი | 5.56x45mm NATO | ||
წონა | 7.1კგ | 7.1 კგ | 5.75 კგ |
სიგრძე | 1040 მმ | 914 / 776 მმ | 908 / 762 მმ |
ლულის სიგრძე | 465 მმ | 349 მმ | 406 მმ |
კვება | ლენტური ან მჭიდი | ლენტური | |
სროლის ტემპი | 750 — 1000 გასროლა წუთში | 750 — 1000 გასროლა წუთში | 750 გასროლა წუთში |
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: