ჩეხების მიერ შემუშავებული საარტილერიო სისტემა ShKH vz. 77 Dana განაგრძობს მოდერნიზაციას და გვევლინება ახალ თვითმავალ საარტილერიო სისტემებად. 22 თებერვალს, კომპანიამ Excalibur Army წარმოადგინა თვითმავალი საარტილერიო სისტემის ახალი მოდიფიკაცია Dita.
Dita შეიქმნა თვითმავალი საარტილერიო სისტემის ბოლო მოდიფიკაციის Dana-ს ბაზაზე, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედისაგან. კერძოდ,საარტილერიო მოდული Dita არის სრულიად ავტონომიური და შემმუშავებლების განცხადებით შესაძლებელია მისი დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის შასიზე. ამას გარდა, Dita სრულიად ავტომატიზირებულია და მის სამართავად საჭიროა მხოლოდ 2 ადამიანი: მძღოლი და მეთაური.
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Dita აღჭურვილია NATO-ა სტანდარტის 155 მმ ქვემეხით. სროლის მაქსიმალური მანძილი შეადგენს 39 კილომეტრს. სწრაფსროლა-6 გასროლა წუთში. საბრძოლო მარაგი — 40 ჭურვი.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: