სანქციები ვერ უშლის ხელს თურქეთს რათა შექმნას საკუთარი საშვეულმფრენო პროგრამა. 25 თებერვალს პორტალმა savunmasanayist.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, თურქულმა კომპანიამ Turkish Aerospace Industries წარმოადგინა შვეულმფრენ Т629-ის ბაზაზე შექმნილი პერსპექტიული დრონის მაკეტი.
პერსპექტიული საფრენი აპარატის მახასიათებლები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. არაოფიციალური წყაროების თანახმად Т629-ის ბაზაზე შექნილი დრონი აღიჭურვება ელექტრო ძრავით, ხოლო მისი წონა იქნება დაახლოებით 6 ტონა.უპილოტო დამრტყმელი შვეულმფრენის პრეზენტაცია შედგა პოლიციისათვის შვეულმფრენების T129 ATAK -ის გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე.
ახალი მოდელი T629 დაიკავებს ნიშას T129 ATAK-სა და პერსპექტიულ ATAK 2-ს შორის. შვეულმფრენზე T629 სამუშაოებს 2017 წლიდან აწარმოებს კომპანია Turkish Aerospace Industries. 2019 წლიდან კომპანია შეუდგა პირველი საცდელი მოდელის აწყობას. შვეულმფრენის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია,ამასთან ცნობილია მხოლოდ მისი სავარაუდო წონა 6 ტონა,შედარებისათვის, შვეულმფრენების T129 წონა შეადგენს 5 ტონას ხოლო ATAK 2 — 10 ტონას.
Турция разрабатывает беспилотный ударный вертолёт
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: